5 თვის წინ ეს ლეკვი განწირული იყო... შეხედეთ მას ახლა..
5 თვის წინ ეს ლეკვი განწირული იყო... შეხედეთ მას ახლა..
ეს ისტორია დაიწყო მაისში, როდესაც თავშესაფრის აქტივისტს შეშფოთებულმა მეზობელმა დაურეკა. მამაკაცმა შეატყობინა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა ძაღლი, რომელიც ღამის კოშმარის არსებას გავდა.

მოხალისე ქალბატონი მაშინვე მის მოსაძებნად გაეშურა. მათ აღნიშნული ტერიტორია შეამოწმეს და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს ძაღლი. იგი საშინელ მდგომარეობაში იყო.

თავიდან ეგონათ, რომ ცხოველი თავიდან ფეხებამდე დამწვრობის შემდეგი იარებით იყო დაფარული. რეალურად, მას დემოდეკოზის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა. ნაპოვნი ძაღლი 4 თვის ლეკვი იყო. დაყოვნება არ შეიძლებოდა. ის მაშინვე ვეტერინართან წაიყვანეს.

Zooclub

ექიმი ერთი შეხედვითვე მიხვდა, რომ ვატკინსი (როგორც მაშველებმა შეარქვეს) კვდებოდა. პრობლემები
იმაზე ბევრად სერიოზული ჰქონდა, რაც თავიდან ეგონათ აქტივისტებს. ის 15 კილოს იწონიდა და, როგორც ჩანს,
დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. საკვების ნაკლებობის გამო, საჭმელმომნელებელი სისტემა უკვე ატროფირებული იყო. ვატკინსი ნორმალურად ვერც კი დადიოდა. ასევე, მას სხეულზე პნევმატური იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.

Zooclub

გულშემატკივარი მაშველებიც კი დაეთანხმებოდნენ ვეტერინარს მისი დაძინება რომ მოეთხოვა იმის გამო, რომ ეს არაადამიანური ტანჯვა აეცილებინათ. თუმცა, სპეციალისტმა გადაწყვიტა ძაღლისთვის შანსი მიეცა. დაიწყო გამოჯანმრთელების გრძელი და დამღლელი პერიოდი. აღმოჩნდა, რომ ვატკინსი ნამდვილი მებრძოლი იყო. რაღაც პერიოდი, რა თქმა უნდა, ჩანდა, თითქოს მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას გაუკეთეს რამოდენიმე ოპერაცია.

Zooclub

პარალელურად ლეკვის ამბავი ხალხმა შეიტყო. გულისხმიერი ადამიანები ლეკვის პატრონს დახმარებას უგზავნიდნენ. ვატკინსს აჩუქეს ძაღლის საწოლი და პლედი. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ამ საქმეში გულშემატკივარი უცხოელებიც ჩაერთნენ. იმ მომენტისთვის ძაღლი უკვე მომჯობინდა და ნამდვილ სიმბოლოდ იქცა უსახლკარო ძაღლების დამხმარე ხალხისთვის.

Zooclub

თათების პრობლემა ვატკინსს მალევე მოუგვარდა. ერთ მშვენიერ დღეს ლეკვი უბრალოდ ადგა და მან გაიარა ისე, როგორც ჯანმრთელი ძაღლები დადიან.

მისი გადამრჩენელი ქალბატონი მხოლოდ მხრებს იჩეჩავს, როდესაც მას ამ საოცრების მიზეზის შესახებ ეკითხებიან.

Zooclub

11 ივლისს ვატკინსი, როგორც იქნა, ვეტკლინიკიდან სახლში გაუშვეს. მას შემდეგ ძაღლი პატრონებთან ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ის სისტემატურად დაჰყავთ ექიმთან სამშაბათსა და ხუთშაბათს. მას ჯერ კიდევ ყურის ინფექციის გამო მკურნალობენ. სპეციალისტები გაოცებულები არიან ცხოველის გამომჯობინების ასეთი სწრაფი ტემპით. არადა მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შანსი გადარჩენისა, მაგრამ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ოცნებასავით ახდება!

Zooclub
fiso-gori
რა კარგი ადამიანი ბრძანდებით ბატონო დავით, ნეტავ ყველა თქვენსავით გულისხმიერი იყოს!
დავით
ადამიანებო, ჩვენ ვისაც მსოფლიო ბატონ-პატრონად მიგვაჩნია საკუთარი თავი, მივცეთ სხვა არსებებსაც სრულფასოვანი ცხოვრების უფლება, ეს მხოლოდ გაგვამდიდრებს ჩვენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?