მისი საათები დათვლილი იყო... არავის ეგონა, ცოცხალს თუ მიუსწრებდნენ.. (+ვიდეო)
მისი საათები დათვლილი იყო... არავის ეგონა, ცოცხალს თუ მიუსწრებდნენ..  (+ვიდეო)
ცხოველთა დამცველი საზოგადოების მოხალისეებამდე მივიდა საშინელი ხმა - ადამიანები ამბობდნენ, რომ დელის ქუჩებში დადიოდა ძაღლი, რომელიც გაცოცხლებულ ჩონჩხს ჰგავდა.

როდესაც მოხალისეები ემზადებოდნენ მის ასაყვანად, ძალიან ჩქარობდნენ, რადგან არ იცოდნენ, მიუსწრებდნენ თუ არა მას ცოცხალს.

ძაღლი სიკვდილის პირას იყო. საბედნიეროდ, მოხალისეებმა დროზე მიუსწრეს.

ავადმყოფობით დატანჯულ, გამოფიტულ არსებას ჭამის ძალაც კი არ ჰქონდა, ამიტომ თავიდან ძაღლი ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ კიდევ 1 ან 2 დღეს ძაღლი უკვე ვერ გაუძლებდა და ტანჯვით დაიღუპებოდა. თუმცა, პერრი (როგორც მას შე
არქვეს) ძალიან მებრძოლი აღმოჩნდა, არ დანებდა და დიდი ბედნიერება დაიმსახურა!

იხილეთ ვიდეო
ლილია-ს
ესეც ლილიას ამბავი - http://www.zooclub.ge/zuu/ckhovelebis-blogi/2297-lilia-dzaghli-romelmac-bedniereba-ipova.html
ლილია
აუცილებლად გადმოგიზავნით ჩემს სურათს ჩემს თვალაუხელელ ,,პაწუკებთან” ერთად. მადლობა რომ ჩემით დაინტერესდით.
ლილია-ს
ლილიაზე ისტორია გამოგვიგზავნეთ თუ შეიძლება ფეისბუქზე ( https://www.facebook.com/zooclub.ge ) მის სურათთან ერთად და ამ ისტორიას ჩვენი საიტის ბლოგზე დავდებთ :) Admin
ლილია
გამარჯობათ, მე ,,ლილია" ვარ, ეს ჩემმა პატრონმა დამარქვა, მანამდის სახელი არ მქონდა, 15 წლის ვარ, საკმაოდ დაუძლურებული, ასეთ მდგომარეობაში მომაკვდავი მიპოვა თათიამ, არ ვიცი მის სოფელში როგორ აღმოვჩნდი, მიუხედავად იმის რომ ძალიან ბინძური ვიყავი გულში ჩახუტებულმა მიმიყვანა სახლში, დედამისმა ჩემს დანახვაზე იტირა, მომეფერა, სამაგიეროდ მამამ იყვირა, ,,ესღა გვაკლდა, წაიყვანეთ ახლავეო”. თათამ სახლის გვერდით პატარა თავშესაფარი მომოწყო (იმ სახლში ბევრი კატები და ძაღლები იყვნენ კაცი სულ ჩხუბობდა, მრცხვენია, მეზობლები მასხარად გვიგდებენ ამის გამოო). ერთ წელიწადში მოვკეთდი, ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე, კატები არ მიყვარდა, მაგრამ ისე მივვლიდნენ შემრცხვა, რომ არ მიყვარდნენ, მიყვებოდნენ როგორი კეთილი პატრიონები ყავდათ) ასე, რომ საკმაოდ მოვძლიერდი , მიუხედავად იმისა მოხუცუი ვარ, საკამოდ ჟანმრთელი ბეწვი გამიხდა. მგუშინ გამთენიისას ორი ლეკვი გავაჩინე, თაკოს დედამ გაიგო და ,,თავშესაფრიდან" ეზოში, უფრო მყუდრო ადგილას გადამიყვანა. თბილ პლედზე დამაწვინა შვილებთან ერთად და თბილი წვნიანით გამმიმასპინძლდა. ,,მხოლოდ შვილებს მიხედე არ ადგე არ გააციოო”, მე ყველაფერი მესმის, ადამიანებს ჰქონიათ რადგად მათ ენაზე არ ვლაპარაკობთ არ გვესმის. 15 წლის მანძილზე პირველად ვარ ბედნიერი დედა. თათიას დედა ოთახში შებრუნდა, მითხრა, ,,ჯერ ადრეა ხუთი საათია ისევ დავიძინებ, თუ რამე გაგიჭირდეს გამაღვიძეო”. მისი შესვლიდან ნახევარი საათი არც იყო გასული, დავინახე როგორ გაიელვა კარის ჩარჩოსთან გამავალმა სადენებმა და ცეცხლი გაჩნდა. მაშინვე კარებს ვეცი და განწირული ყეფა ავტეხე, ხანძარი ძლიერდებოდა, თათია, დედამისი და მამამისი დროულად გამოვიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. თათიას მამამ ბოდიში მომიხადა, ცუდად რომ მიგიღე თავიდანო, მან არ იცის, რომ ჩვენ, ცხოველებს წყენა არ შეგვიძლია, მხოლოდ სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ გთხოვთ ადამიანებო, კარგს თუ ვერ გაგვიკეთებს, ცუდად მაინც ნუ მოგვექცევით. მე ახლა უბედიერესი ვარ, მყავს მოსიყვარულე ოჯახი, ვიცი მალე მოვკვდები მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობთ რომ მომისმინეთ, თუ დაინტერესდებით კიდევ ბევრ რამეს მოგიყვებით.
ლალი-ს
ეს ამბავი როგორც ჩანს ინდოეთში ხდება. რადგან ქალაქი დელია ნახსენები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?