ჰაჩიკომ გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ "მეგობარი" შეიძინა (+ვიდეო)
ჰაჩიკომ გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ "მეგობარი" შეიძინა (+ვიდეო)
ცხოველთა მოყვარულები კარგად იცნობენ ერთგული ძაღლი ჰაჩიკოს ისტორიას, რომელიც გარდაცვლილ პატრონს სადგურზე 9 წელი ელოდა. სიკვდილის შემდეგ ჰაჩიკო, მისი პატრონის სიახლოვეს დაკრძალეს და მას ძეგლიც დაუდგეს. 

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, თუმცა, ტურისტები კვლავ ინტერესით სტუმრობენ და ფოტოებს უღებენ მის ქანდაკებას. რამდენიმე ხნის წინ, საფლავთან გამოჩნდა კატა, რომელიც ძაღლის ძეგლთან წევს და მზეს ეფიცხება. ადგილობრივების თქმით, ის მთელ დღეს ატარებს საფლავთან, ხოლო საღამოს მიდის. კატა კარგად მოვლილი ჩანს, შესაძლოა მას პატრონიც ჰყავდეს.

ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა კამერით გადაიღო, ჰაჩიკოს ძეგლთან
მწოლიარე ულამაზესი კატაა აღბეჭდილი. კადრში კარგად ჩანს, რომ საფლავს უამარავი მნახველი ჰყავს.
ბოლო რამდენიმე დღე,
არაერთი ადამიანი მიიზიდა ამ ადგილმა, რათა ენახათ კატა, რომელიც პატრონის ერთგულ ძაღლს გარდაცვალების შემდეგ "დაუმეგობრდა".

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?