ძაღლებს ნიუ-იორკის რესტორნებში შეუშვებენ
ძაღლებს ნიუ-იორკის რესტორნებში შეუშვებენ
ქალაქის კაფეებსა და რესტორნებში მოხვედრას ნიუ-იორკის მცხოვრებლები Aხლა უკვე ლეგალურად შეძლებენ ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელსაც შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუმომ მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი უფლებას აძლევს მოსახლეობას, თავიანთ ბინადრებთან ერთად დაიკავონ რესტორნების ვერანდები და ტერასები.

“ახლა, როდესაც ჩემი პროექტი კანონად იქცა, სიტყვა “საოჯახო ვახშამი” ახალ ჟღერადობას იძენს. ამასთან, რესტორნების მფლობელებმა დამატებითი მოგება მიიღეს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ადრე შინ რჩებოდნენ შინაური ბინადრების გამო”, - საუბრობს კანონპროექტის ავტორი ლინდა როზენტალი.

ავტორის ოპტიმიზმის მიუხედავად, ქალაქის ჯანდაცვის წარმომადგენელი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი თავის პოზიციას იმით
ხსნიდა, რომ ეს კანონი იყო ნაბიჯი ანტისანიტარიისკენ. თავის მხრივ, პროექტის მომხრეები აღნიშნავდნენ, რომ ეს ახალი
უფლება გაზრდიდა რესტორნების შემოსავალს, ასევე თავიდან ააცილებდა ცხოველებს დამღლელ მოლოდინს ჩახუთულ ავტომანქანებში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ აშშ-ში ძაღლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ხშირად ვხვდებით, ჩინეთში პირიქით ხდება. ქალაქის მმართველობები პერიოდულად გამოდიან ოჯახებში შინაური ბინადრების შემცირების მოთხოვნით. მაგალითად, 2011 წელს ქალაქ შანხაიში აიკრძალა ერთზე მეტი ძაღლის ყოლა.

ამასთან, ნიუ-იორკი World City Survey-ის ქალაქების 2014 წლის რეიტინგში (რომელიც TripAdvisor.com-ის რესურსებით იქნა შედგენილი) მოგზაურობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად დაასახელეს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?