ქალი ცდილობდა ძაღლი ლოგინიდან გაეგდო, მაგრამ ის არ მიდიოდა.. იმან, რაც შემდეგ მოხდა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა! (+ვიდეო)
ქალი ცდილობდა ძაღლი ლოგინიდან გაეგდო, მაგრამ ის არ მიდიოდა.. იმან, რაც შემდეგ მოხდა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა! (+ვიდეო)
ეს უნიკალური შემთხვევა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რა შესანიშნავია, რომ ჩვენი ბინადრები ძალიან ერთგულები არიან!

ტარა ჩვეულებრივი მარტოხელა დედაა. მას ორი შვილი ჰყავს. როდესაც 40 წელი შეუსრულდა გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აეხდინა და ვეტერინარიის შესწავლა დაიწყო.

ერთხელ მისი ბინადარი ძაღლი, სახელად ვილლოუ მის ლოგინზე ახტა, თავი მკერდზე, მარცხენა მხრიდან დაადო და ასე გაჩერდა. ტარას მიერ ყოველი ცდა მისი გაგდებისა ამაო აღმოჩნდა - ძაღლი ლოგინიდან არ ჩადიოდა. ტარა შეაშფოთა ძაღლის, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან მშვიდი ზნის იყო, ასეთმა უჩვეულო ქცევამ. როდესაც მან კიდევ
ერთხელ სცადა ძაღლის მოცილება მკერდიდან, მოულოდნელად კანქვეშ რაღაც შეამჩნია… მას მერე მისი სიცოცხლე რადიკალურად შეიცვალა.

Zooclub

ეს კვანძი მკერდზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდა. ძაღლის ქცევა შემთხვევითი დამთხვევა იყო თუ ძაღლებს რაღაც ზებუნებრივი ნიჭი აქვთ, არავინ იცის.. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სწორედ ვილოუ დაეხმარა ტარას ავთვისებიანი წარმონაქმნის აღმოჩენაში.

“ის მართლაც უცნაურად იქცეოდა: რამდენიც არ ვეცადე გამეგდო, მაინც უკან, ლოგინზე ბრუნდებოდა და როდესაც ვილლოუს სველი ცხვირის სველი კვალის გაწმენდა დავიწყე ტანსაცმელზე, ვიგრძენი სიმაგრე მკერდში”.

Zooclub

სამწუხაროდ, ეს სიმაგრე სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდა. იმ მომენტისთვის, როდესაც კიბო უკვე გასცდა სარძევე მილებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო მისული ლიმფურ კვანძებამდე. ის, რომ საშიში დაავადების აღმოჩენა სწროედ ამ სტადიაში მოხდა, ექიმებმა საოცრებად აღიარეს.

სამი კვირის შემდეგ ტარას ნაწილობრივი მასტაკტომია ჩაუტარეს. შემდეგ ის 9 თვის განმავლობაში გადიოდა ქიმიოთერაპიას. ამჟამად კიბო დაძლეულია!

Zooclub

როგორც გამოკვლევებმა ცხადჰყვეს, ძაღლებს მართლაც შეუძლიათ ჯანმრთელობის პრობლემების “წინასწარმეტყველება”. გარდა ამისა, უამრავ ქვეყანაში ვითარდება დამხმარე-ძაღლების სამსახური, რომლებსაც შეუძლიათ გამოიცნონ, თუ როდის დაეწყება ადამიანს ეპილეფსიური შეტევა, ან გულის შეტევა, ასევე როდის ეცემა ადამიანის სისხლში მკვეთრად შაქარი.

ტარას ძალიან გაუმართლა, რომ ვილლოუ სიმსივნის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირებაში დაეხმარა.

Zooclub

ტყუილად არ უთქვამთ: “ისეთი ყნოსვა, როგორც ძაღლს”. მადლობა ჩვენს ბინადრებს იმისთვის, რომ ჩვენს სიცოცხლეს იცავენ, თუნდაც ძალიან უცნაური საშუალებით!

იხილეთ ვიდეო
რემა ღვამიჩავა
ძაღლი კი არა, მადიჩი ყოფილა ან სულ ცოტა ნემსაძე მაინც!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?