მეცნიერებმა დაადგინეს-ძაღლები ონკოპაციენტებს მკურნალობაში ეხმარებიან
მეცნიერებმა დაადგინეს-ძაღლები ონკოპაციენტებს მკურნალობაში ეხმარებიან
"ზოო-თერაპია" (როცა ცხოველი მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილია) დადებითად აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან სიმსივნით. შინაური ბინადრები სტრესის მოხსნაში და არტერიული წნევის დარეგულირებაში ეხმარებიან პაციენტებს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევარები ირწმუნებოდნენ, რომ ძაღლი დაავადებული ადამიანის დამამშვდებელი და მკურნალია. დღესდღეობით ეს მოსაზრება მეცნიერულად დამტკიცებულია.

ამერიკის ჰუმანიტარული ასოციაციის მკვლევარები დოქტორ ემი მაკალოის ხელმძღვანელობით, იკველევნ, რამდენად დადებითად მოქმედებენ ძაღლები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე. წინასწარი შედეგები გვიჩვენებს, რომ ძაღლები ნამდვილად დადებითად მოქმედებენ ავადმყოფ ბავშვებზე - შინაურ ბინადართან ურთიერთობისას, მათი სტრესული მდგომარეობა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა, სტაბილურდება პაციენტის არტერიული
წნევა და პულსი.

დოქტორ ემი მკალოიმ და მისმა გუნდმა კარგად შეისწავლა ძაღლების ყოველკვირეული გავლენა ბავშვებზე,
რომელთაც ცოტა ხნის წინ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამერიკის შეერთებული შტატების 5 საავადმყოფოში 50-მა ბავშვმა, მშობლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კვლევებში, სწორედ ამიტომაც, შიქმნა ბავშვთა 2 ჯგუფი. იმ ჯგუფში, სადაც ბავშვებთან მიდიოდნენ ძაღლები, პატარებს აღენიშნებოდათ სტაბილური არტერიული წნევა და ნაკლებად უჩიოდნენ გულის უკმარისობას, ხოლო იმ ჯგუფში, სადაც არ მიჰყავდათ ძაღლები, ბავშვების მდგომარეობის ბევრად ცუდი მაჩვენებელი იყო.

აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი იყო 2015 წლის 25 ოქტომბერს ამერიკის პედიატრიის აკადემიის ეროვნულ კონფერენციაზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბავშვებს ძალიან უყვართ ძაღლებთან ურთიერთობა, მათთან თამაში, მათი ფერება, მათთან სიახლოვე, იმ მოძრაობების ყურება, რომლებსაც ძაღლები აკეთებენ თამაშის დროს. უდავოა, რომ ძაღლები ასევე დადებითად მოქმედებენ პაციენტის მშობლებზეც.

დოქტორი ემი მაკალოისა და მის გუნდს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი კველევები დაეხმარება სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა განკურნების პროცესს.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში

ამერიკელების გადარჩენას "კნუტოთერაპიით" ცდილობენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?