7 წლის ძაღლი პატრონმა სახლიდან გააგდო, მიზეზი გაგაოცებთ...
7 წლის ძაღლი პატრონმა სახლიდან გააგდო, მიზეზი გაგაოცებთ...
7 წლის პიტბული, სახელად ბრუნო ძალიან მოწყენილი და დათრგუნულია, რადგან პატონმა უარი თქვა მასზე და სახლიდან გაგდება დაუპირა. მიზეზი? ოჯახმა შეიძინა თეთრი ხალიჩა და არ უნდოდათ, ძაღლს ის დაესვარა.

როდესაც ერთ-ერთმა ნათესავმა ეს ამბავი გაიგო, ის დაუკავშირდა ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას, რის შემდეგაც ცხოველთა მოყვარული მოხალისეები მივიდნენ ბრუნოს პატრონთან და დაითანხმეს ძაღლი მათთვის მიეცათ. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ბრუნოს სულისშემძვრელი ისტორია.

"პატრონი ახალი
დაშორებული იყო ცოლს. მას დარჩა ბრუნო და კიდევ ერთი ში ცუს ჯიშის ძაღლი. მან შეიძინა თეთრი ხალიჩა და ახალი დივანი, სწორედ ეს იყო ძაღლის მოშორების მიზეზი."- ამბობს ცხოველთა დამცველი ქრისტი.

ამით საცოდავი
პიტბულის ამბავი დასრულებულ. როგორც აღმოჩნდა, პატონის ცოლს არ უნდოდა ბრუნო, ამიტომ სახლში მიიყვანა ში ცუ, რომელსაც ერთადერთ შინაურ ბინადრად თვლიდა. ოჯახი თითქმის არანაირ ყურადღებას არ აქცევდა პიტბულს. საკვებსაც იშვიათად აწვდიდნენ, ხოლო მთელი ყურადღება პატარა ში ცუზე იყო გადასული.

"ის მხოლოდ ნივთი იყო. ყოველთვის უშლიდნენ ში ცუს მასთან თამაშს, როცა ბრუნო პატარა ბინადარს მიუახლოვდებოდა და სითბოს გამოხატავდა, პატრონი მას ეჩხუბებოდა და აგდებდა. როდესაც ჩვენს მოხალისეს ბრუნო სახლიდან გაჰყავდა, ში ცუ პატრონს გამოექცა და მანქანაში ბრუნოს გვერდით დაუჯდა. ეტყობოდათ, რომ ორივე ძალიან განიცდიდნენ ერთმანეთთან განშორებას."- ამბობს ქრისტი.

Zooclub

მას შემდეგ ბრუნო ძალიან დათრგუნულია, მას ენატრება უგულო პატრონი და პატარა ში ცუ, რომელთან ერთადაც დიდი დრო გაატარა, თუმცა, მასთან 
სიახლოვეს ყოველთვის უშლიდნენ ოჯახის წევრები.

ყველაფრის მიუხედავად, ბრუნო ნელ-ნელა ეჩვევა თავის პატარა მეგობართან დაშორებას. მოხალისეებიც ყველანაირად ცდილობენ ძაღლს დარდი შეუმსუბუქონ. მომვლელის თქმით, მისი გაჩუქების შანსებიც ნაკლებია, რადგან ძაღლი უკვე 7 წლის არის, თუმცა, ცხოველთა მოყვარული მოხალისეები, ბრუნოს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობენ, რათა ძაღლმა მარტოობა არ იგრძნოს.


ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

ეს ბიჭები სათევზაოდ წავიდნენ, თუმცა, არ ელოდებოდნენ იმას, რაც მათ მდინარეში დახვდათ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?