10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში
10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში
ძაღლი, რომელიც მოსიყვარულე ადამიანთან ცხოვრობს, აღმერთებს მას. განსაკუთრებული ერთგულებით პატრონის მიმართ გამოირჩევა ჩვენ მიერ ქვევით ჩამოთვლილი ჯიშები. თუ თქვენ ან თქვენ შვილს სჭირდება ნამდვილი მეგობარი და თქვენთვის ჯიშიანი ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია, შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

გერმანული ნაგაზი

Zooclub

ამ ჩამონათვალში ეს ჯიში სამართლიანად იმსახურებს პირველ ადგილს. გერმანული ნაგაზი საოცრად ჭკვიანი ჯიშია. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს. ამ სახეობის ძაღლს წვრთნიან სამხედრო, საბაჟო ან პოლიციის სამსახურებში.
გერმანული ნაგაზი იშვიათად ეჩვევა ოჯახის ყველა წევრს. ის ირჩევს მხოლოდ ერთ პატრონს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულია.

ლაბრადორი

Zooclub

ეს შეუცვლელი ოჯახის ძაღლია. მას თავდავიწყებით უყვარს  პატრონი, თუმცა, დამცველის ფუნქციას ნაკლებად ასრულებს. ეს ჯიში
გამოირჩევა გულკეთილობითა და მხიარული თვისებებით. ლაბრადორი საუკეთესო კომპანიონი, კარგი გიდი და ბავშვის მეგობარია.
ლაბრადორის ყნოსვა გერმანული ნაგაზის ყნოსვაზე 25%-ით მეტია.

ტაქსა

Zooclub

პატარა ტანისა და მოკლეფეხება ძაღლი ყველგან თან დაჰყვება პატრონს. მისი გაწვრთნა იოლია. იმისათვის, რომ რაიმე ბრძანება დაიმახსოვროს, მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
ტაქსას არაფერი უნდა დააძალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჯიუტდება. ბრძანებები მხოლოდ თამაშის სახით ასწავლეთ.
ამ ჯიშის ძაღლს იმდენად უყვარს თავისი პატრონი, რომ რამდენიმე საათით მარტოობაც კი მისთვის ტრაგედიაა.

როტვეილერი

Zooclub

ამ ჯიშის ძაღლი საოცრად ერთგულია. ის გამოირჩევა ყურადღებიანობითა და გამჭრიახობით. მას აქვს მდგრადი ფსიქიკა და ადვილად იწვრთნება.
როტვეილერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. მასთან ბავშვები დაცულები არიან. ამ ჯიშის ძაღლი არასოდეს მიატოვებს პატრონს ყველაზე რთულ წუთებშიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად უხეში და დაკუნთულია, ამავდროულად მოსიყვარულე ცხოველია. როტვეილერი ყოველთვის ითხოვს პატრონის ყურადღებას. მისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ მან შესაძლოა თამაშის დროს უნებლიე ზიანი მიაყენოს პატრონს, რადგან ზრდასული როტვეილერი ძალიან ძლიერია.

დობერმანი

Zooclub

ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯია. ტყუილია, თუ ვინმე იტყვის, რომ დობერმანი არ არის აგრესიული, თუმცა, მას აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა და იოლად იწვრთნება. დობერმანი ძალიან ეჩვევა პატარა ბავშვებს, რომლებსაც არასოდეს მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მათი დამცველი. ის ერთგული მეგობარი და საიმედო მცველია.

კოლი

Zooclub

კოლი ანუ შოტლანდიური ნაგაზი არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა შინაურ ბინადრებთანაც მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის პატრონის ერთგული და კრიტიკულ სიტუაციაში მისი დამცველია. უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ თუ ერთხელ შეუყვარდა ადამიანი, მას არასოდეს დაივიწყებს.
მისი ერთადერთი ნაკლია გრძელი ბეწვი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.

ბოქსიორი

Zooclub

ბოქსიორის ჯიშის ძაღლს თვლიან სულელად, თუმცა, სინამდვილეში საჭიროა მისი სწორი აღზრდა. ის პატრონის ერთგულია. საჭიროების შემთხვევაში, ბოქსიორი დაუფიქრებლად გასწირავს თავს მისთვის. ის ძალიან ეჭვიანი ჯიშის ძაღლია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პატრონისგან.
ამ ჯიშის ძაღლი სპატარაობიდანავე უნდა გაწვრთნათ, რათა შემდეგი 15-20 წელი მოულოდნელობებისგან იყოთ დაზღვეული. 

ტერიერი

Zooclub

ტერიერის ყველა სახეობა პატრონის უანგარო მოსიყვარულე და ერთგულია, განურჩევლად მისი ჯიშისა, თუმცა, ზოგიერთ სახეობას შესაძლოა ჰქონდეს რთული ხასიათი. ეს პრობლემა იოლად მოგვარებადია, თუ მას პატარაობიდანვე გაწვრთნით.
ტერიერი ენერგიული და სიცოცხლის მოყვარე ძაღლია. მისი ყოლის შემთხვევაში, თქვენს სახლში ყოველთვის იქნება ხალისიანი განწყობა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვიც ცხოვრობს.

შელტი ანუ შეტლანდიური ნაგაზი

Zooclub

ეს ულამაზესი ჯიშის ძაღლი გამოირჩევა თავისი უფროსი ძმებისგან (კოლი) შეფერილობითა და მინიატურულობით. პატრონის ერთგულებასა და სიყვარულში მას ვერავინ შეედრება. ამ ჯიშს ძალიან რთულად გადააქვს პატრონთან განშორება- შესალოა ამ დროს ავად გახდეს. თუ შელტის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით, ის ყველგან თან ატაროთ. შელტი მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო კომპანიონი იქნება.

პიტბული

Zooclub

ეს ძლიერი ძაღლის ჯიში ჩვენს ათეულს ასრულებს. თუ დღემდე თვლიდით, რომ პიტბული აგრესიული ძაღლია, გახსოვდეთ, რომ ძაღლებს ადამიანები ზრდიან. როგორიც არის პატრონი, ისეთია ძაღლიც. ცხოველთა მოყვარული ადამიანის ხელში, პიტბული იზრდება მეგობრული და თბილი, რომელიც პატრონს ერთგულად ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე.

ასევე იხილეთ:

საუკეთესო ძაღლის ჯიშები ასაკოვანი ადამიანებისთვის

როგორ შეიცვალა ძაღლის ჯიშები 100 წლის განმავლობაში

რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური
Cane Corso
კანე კორსოს ერთგულებაზე თუ გაგიგიათ რამე ? :)
დათო
თენგო სრული სისულელე ვერ დაგეთანხმები :) ძაღლის დაგეშვა შეიძლება ფრინველზე და ნადირზეც კი მაგრამ. ის რომ მან შენ სტაფისგან დაგიცვა არის ინსტიქტი. არანაირად არაა პიტის პატრონის ბოლო მის კბილებში ეს არის სრული სისულელე, რომელიც ასე უაზროდაა გაპიარებული საქართველოში. მყავდა პიტი 10 წელი, ყავს მეგობარს პიტი 13 წლის და უამრავს გარშემო ყოლია მაგრამ თუ საჩხუბრად არ გაზრდი და ოახის წევრად მიიღებ ერთ-ერთი უჭკვიანესი ძაღლია. 84% აქვს სიკეთის მაჩვენებელი ზუსტად არ ვიცი რაქვია მგონი სწორად ვამბობ რაც როტვეილერზეც მაღალია და ლაბრადორს ჩამორჩება სულ მცირედით. ეს არის ოფიციალური კვლევის შედეგი და არა ჩემი მეზობლების მონაყოლი.
ტატო
ქართული ნაგაზი???
marika
რა სისულელეა, პიტიც უკბენს პატრონს და კავკასიურიც თუ დაიმსახურებს, ზოგადად ყველა ძაგლი ერთგულია გამზრდელი პატრონის მიმართ
Tengo
არც პიტბულია ერთგული, და არც კავკასიური. კავკასიური ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ერთს ცნობს... აი პიტბულის პატრონის ბოლო კი მისი ძაღლის კბილებში მოხვედრაა.:) რატო არ არის ამ სიაში მონადირე ჯიშები? მე მყავდა დრათჰაარი "ბობი" და მეეჭვება იმაზე უშიშარი და ერთგული რომელიმე ძაღლი იყოს. 13 წელი მემსახურა და ძალიან ხშირად, ნადირობის დროს გაჭირვებაში მყოფს, ჩემთვის არ უღალატია ერთი წამითაც. მახსოვს, ბათუმის ბულვარში, ჩემსკენ წამოვიდა ვიღაცის სტაფი და ჩემი ძაღლი არ დაფიქრებულა ისე დაეტაკა, სადღაც 5 ცუთი იჩხუბენ და მერე გავაშველეთ რათქმაუნდა, არადა მაშინ 1 წლის იყო. იმის შემდეგ სტაფებს ეჩხუბა 9-ჯერ!!! 40 კილოგრამამდე იწონიდა და ყველაფერზე დაგეშილი მყავდა - ნადირზეც და ფრინველზეც. ახლა ლაბრადორი ავიყვანე, ჯერ ლეკვია, მაგარი ცელქი და მაგარი საყვარელი. ვნახოთ რა გამოვა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?