Facebook-ზე დადებულმა ერთმა სტატუსმა ლეკვის ცხოვრება რამდენიმე საათში შეცვალა
Facebook-ზე დადებულმა ერთმა სტატუსმა ლეკვის ცხოვრება რამდენიმე საათში შეცვალა
არაერთ ადამიანს აყავს შინაური ბინადარი, შემდეგ ბეზრდება ან რაიმე სხვა პრობლემას მიზეზობს, რათა მიატოვოს. საოცარია, თუმცა, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სასტიკად ექცევიან იმ ცხოველებს, რომლებიც სახლში რამდენიმე თვე ან წელი ჰყავდათ. მაგალითად, ტოვებენ ტყეში, სვავენ ტომარაში, აგდებენ მდინარეში და ა.შ.

მარსია ლუზი ხეობაში სეირნობდა, როდესაც ხის ძირში მოძრავი ტომარა დაინახა. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ტომარის გახსნისას უსუსურ ლეკვს აღმოაჩენდა. სავარაუდოდ, უგულო ადამიანმა საცოდავი ცხოველი ტანჯვისა და ნელი სიკვდილისთვის გაიმეტა.

Zooclub

ქალმა იცოდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, რათა პატარა ცხოველს დახმარებოდა. მან
ლეკვს გადაუღო ფოტო და Facebook-ზე სევდიანი ტექსტით გამოაქვეყნა.

Zooclub

მარსიამ გადაწყვიტა ინფორმაცია ადგილობივ ცხოველთა დახმარების ორგანიზაციის გვერდზეც
განეთავსებინა.

როდესაც ცხოველთა დამცველებმა ფოტო ნახეს, ისინი სასწრაფოდ ხეობაში წავიდნენ მის დასახმარებლად.

მოხალისეებმა ლეკვის გაჩუქების თხოვნით, მისი ფოტოები სხვადასხვა ცხოველთა დახმარების გვერდზე გაავრცელეს.

Zooclub

რამდენიმე საათში ტომარაში ნაპოვნი ლეკვი ცხოველთა მოყვარულმა ოჯახმა აიყვანა.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლს, გარეგნობის გამო, ინსტაგრამზე დასცინეს

ერთმა კეთილმა ნაბიჯმა ძაღლს ბედნიერება მოუტანა

თავშესაფარში მყოფი ლეკვი, ფოტოგრაფმა ცრემლიანი თვალებით აღბეჭდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?