პატრონებმა მომაკვდავი ძაღლი თავშესაფარში ჩააბარეს… მაგრამ მალე მან მეორე ცხოვრება დაიწყო!
პატრონებმა მომაკვდავი ძაღლი თავშესაფარში ჩააბარეს… მაგრამ მალე მან მეორე ცხოვრება დაიწყო!
არც ისე დიდი ხნის წინ ჩიკაგოში ცხოველთა თავშესაფარში ორმა მეგობარმა გოგონამ  შეიარა. მათ ძაღლის აყვანა სურდათ და გადაწყვიტეს არჩევანი უსახლკარო ლეკვზე შეეჩერებინათ. მაგრამ თავშესაფარში მათი ყურადღება მიიქცია ასაკში მყოფმა პიტბულმა, რომელიც თვალმოუშორებლად და სევდიანად უყურებდა გოგონებს. მის თვალებში იმდენად დიდი რწმენა და ერთგულება იყო, რომ მეგობრებმა უბრალოდ ვერ შეძლეს მის გალიასთან გულგრილად ჩავლა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ძაღლს რუზველტი ერქვა და ის წინა პატრონმა ჩააბარა შარდის ბუშტის დაავადების გამო. როგორც ჩანს, პიტბულის პატრონებმა გადაწყვიტეს ძაღლის მოვლაზე დრო არ დაეხარჯათ და უბრალოდ მოიცილეს
თავიდან.

Zooclub

ასეთი საოცარი ძაღლის დანახვისას სარა ლაუჩს და კელლი მაიკლს გული შეეკუმშათ. მათ გალიის გახსნა
მოითხოვეს, რომ რუზველტი ახლოდან ენახათ. მადლიერი პიტბული თავის გადამრჩენლებს სიხარულისაგან შეახტა…

Zooclub

ასეთი შეხვედრის მერე გოგონებმა ვეღარ შეძლეს რუზველტის თავშესაფარში დატოვება. გულკეთილმა ძაღლმა ახალი პატრონები შეიძინა. ამისთვის მათ სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდათ, რადგან თავშესაფრის თანამშრომლებს ძაღლის გაჩუქების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებზე შეუძლიათ, რომლებიც მის კარგ მოვლას უზრუნველყოფენ.

Zooclub

რადგან ძაღლი მართლაც არ იყო ჯანმრთელი, ის ვეტერინარს ანახეს. კლინიკაში ვიზიტის დროს ცუდი ამბავი შეიტყვეს. აღმოჩნდა, რომ რუზველტს სასიკვდილო დაავადება სჭირდა. ექიმის პროგნოზით, მას მხოლოდ რამოდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

Zooclub

რა თქმა უნდა, გოგონები ძალიან დამწუხრდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს - რადგან ძაღლის განკურნება შეუძლებელია, მაშინ მისი სიცოცხლის ბოლო დღეები ნამდვილ ზეიმად ექციათ.

Zooclub

სარამ და კელიმ მთელი თავისი თავისუფალი დრო თავის საყვარელ ბინადარს დაუთმეს. ისინი პიტბულთან ერთად მოგზაურობენ, მასთან ერთად ტყეებში და პარკებში სეირნობენ, სუფთა ჰაერზე თამაშობენ.

Zooclub

რუ - ასე შეარქვეს რუზველტს მოფერებით. მას გარს სითბო და მოფერება ახვევია. უკეთებენ მასაჟებს და გამორჩეულად გემრიელი საკვებით კვებავენ.

Zooclub

ძაღლის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა სიკეთისკენ. მას სიცოცხლის არც ისე დიდი ხანი აქვს დარჩენილი, სამაგიეროდ ამ დღეებში ის ძალიან ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მიიღებს და უსაზღვროდ ბედნიერი იქნება!
sofo
უკვე მესამედ ვიცრები ცოფის საწინააღმდეგოდ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თან ამ ბოლოზე ალერგიული რეაქცია მომცა, მაგრამ.... ამ არსებებზე არასოდეს ვიტყვი უარს, არასოდეს, მე მიყვარს ძაღლები და საერთოდ ცხოველები...
manana-sh
mariam xabalashvili♥-ს ვუერთდები თქვენს კეთილ სურვილს!
mariam xabalashvili♥
ღმერთო გევედრები ასეთი ადამიანები და ასეთი ძაღლები დიდხანს აცოცხლე...♥♥♥♥♥♥♥♥♥
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?