მამაცმა ბულდოგმა სახლის ეზოში შეპარული დათვის ბელები გაყარა (+ვიდეო)
მამაცმა ბულდოგმა სახლის ეზოში შეპარული დათვის ბელები გაყარა (+ვიდეო)
სათვალთვალო კამერამ, რომელიც კერძო სახლის ეზოში იყო დამონტაჟებული, გადაიღო ფრანგული ბულდოგის საოცარი გმირობა, როცა ეზოში დაუპატიჟებელი სტუმრები მივიდნენ.

დედა დათვი ორი პატარა ბელით, საკვების საძებნელად, სახლის ეზოში შეიპარა. რა იცნოდნენ, რომ სწორედ იმ სახლში ბინადრობდა პატარა, მაგრამ უშიშარი ძაღლი ჯული ხმაურის გაგონების შემდეგ სახლიდან ეზოში გაიქცა.

ის მოულოდნელად თავს დაესხა გარეულ ცხოველებს. დაუპატიჟებელი სტუმრები ცდილობდნენ ძაღლისთვის თავი აერიდებინათ, თუმცა, ჯული იმდენად თავდაჯერებულად უტევდა მათ, რომ სახლში შეპარულმა დათვის ბელებმა შეშინებულებმა  დატოვეს ეზო.

იხილეთ ვიდეო, რომელიც სათვალთვალო ვიდეო კამერამ გადაიღო.

ასევე იხილეთ:

კატა მაღაზიაში შეიპარა და 1000 დოლარის
ღირებულების ზღვის პროდუქტები შეჭამა


ძაღლებმა ავტომობილი "გაიტაცეს"

პანდამ ფუტკრის სკებს მიაგონო და თაფლი "წაქცევამდე" ჭამა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?