ქალი მემკვიდრეობას თავის 41 ძაღლს უტოვებს
ქალი მემკვიდრეობას თავის 41 ძაღლს უტოვებს
59 წლის ლინი ევერეტსა და მის 69 წლის ქმარს ანტონის ფანატურად უყვართ ძაღლები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამოთახიანი ბინა მთლიანად ძაღლებს აქვთ ოკუპირებული და ცოლ-ქმრის ადგილი ფაქტობრივად აღარ არის.

ოჯახმა გადაწყვიტა ბინა შინაურ ბინადრებს უანდერძოს.

"ძაღლები დარჩებიან აქ და მემკვიდრეობით სახლს მიიღებენ, ხოლო ჩემი შვილი ჯული, რომელიც 36 წლის არის, მემკვიდრეობით მიიღებს ჩემ მიერ დაზოგილ თანხას."- ამბობს ლინი.

ხროვა შედგება 41 ძაღლისგან, რომელთა შორისაც არის 25 ფრანგული ბულდოგი, 10 ბულტერიერი, 3 ჩინური ქოჩორა და სამი ჩიხუახუა. პატრონები ძაღლებს ანებივრებენ სხვადასხვა გემრიელობებით. 5
მაცივარი ხორცით არის სავსე. საკვებისთვის კვირაში 250 ფუნტ სტერლინგი იხარჯება. გასულ წელს ოჯახმა ვეტ-კლინიკაში 17 000 ფუნტ
სტერლინგი დახარჯა.

ცოლ-ქმარი ძაღლებისთვის საჭირო თანხას ლეკვების ვაჭრობით გამოიმუშავებს. მათი ფასი 750-დან 7500 ფუნტ სტერლინგამდეა.

წყვილს არაერთი წინააღმდეგობა ხვდება მათი ძაღლების გამო. ლენმა უკვე ბევრჯერ მიიღო მუქარის წერილები სოციალური ქსელით, ხოლო შობის ღამეს ვიღაცამ მათის სახლის ფანჯარას აგური ესროლა.

"ადამიანები დანაშაულად მიიჩნევენ, როცა სახლში ბევრი ძაღლი გვყავს. ჩვენი შინაური ბინადრები ერთად ცხოვრობენ, როგორც ხროვა და ეს ბუნების კანონია."- ამბობს ძაღლების პატრონი.

ასევე იხილეთ:

ბრიჯიტ ბარდო და ცხოველები

მსოფლიოს უმდიდრესი ცხოველები

ამერიკელმა ქალბატონმა თავის ბალონკას წელიწადში 100 000 დოლარი უანდერძა

რუსიკო
შვილები და შვილიშვილები არ ყაავთ ამ უპატრონოებს? ან ვინმე ახლობლებიი? რამდენი გაჭირვებული და მშიერი იქნება იმ ქალაქში, რას იზამ ნათქვამია ზოგს ძაღლის ბედი აქვსო, ალბათ ასეთ ბედს გულისხმობენ.
mana
ძაგლმა მიაფსათ ამათ მამა პაპას, რამდენი ავადმყოფი და გაჭირვებული ბავშვიაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?