მამაკაცს, რომელიც ძაღლებს თავებს კვეთდა, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მამაკაცს, რომელიც ძაღლებს თავებს კვეთდა, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ცხოველთა დამცველებისა და ცხოველთა მოყვარულების დიდი აღშფოთება გამოიწვია 25 წლის   ჯეისონ ბრაუნის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა. როგორც ცნობილი გახდა, ბიჭი ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უმკლავდებოდა და შემდეგ თავებს კვეთდა.

აშშ-ში მცხოვრები 25 წლის ჯეისონი უკავშირდებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ძაღლებს აჩუქებდნენ. მათი ნდობის მოპოვების შემდეგ, ნაჩუქარ ცხოველს კლავდა. 

როდესაც სამართალდამცველებმა მისი ბინა გაჩხრიკეს, მაცივარში ოთხი ძაღლის თავი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, ჯეისონმა აღიარა, რომ მან 7 ძაღლი მოკლა.

სასამართლოზე დაიკითხნენ ადამიანები, რომლებმაც ჯეისონს ძაღლები აჩუქეს. ისინი ბიჭს დადებითად ახასიათებდნენ და მის ბოროტულ ჩანაფიქრზე ეჭვიც
კი არ მიუტანიათ. ასევე წარმოდგენილი იყო ვიდეო და აუდიო მასალა, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდა ჯეისონი
ცხოველებს.

"მე მათი ტყავისგან ტანსაცმელს ვაკეთებ."- ეს სიტყვები წარმოსთქვა ბოროტმოქმედმა სასამართლოზე.

მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მეტიც მას 11 წლის განმავლობაში უფლება არ ექნება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.

"ვიდეოებს, რომლებიც სასამართლოზე იყო წამოდგენილი, ვერასოდეს დავივიწყებ. , რაც იქ ვნახე, დაუნდობელი სადიზმი და საშინელებაა."- ამბობს მოსამართლე ელიოტ სეტლერი.

ცხოველთა დამცველები იმ ადამიანებს, რომლებიც ბინადართა გაჩუქებაზე ზრუნავენ, მოუწოდებენ, რომ ცხოველის გაჩუქებამდე კარგად გაიცნონ ახალი პატრონი, რადგან არავინ იცის, ვინ იმალება იმ კეთილი, ცხოველთა მოყვარული ადამიანის მიღმა.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლები საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ამის ჩამდენს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი!

ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს

ძაღლი ცოცხლად იყო დამარხული, პატრონი ბრალდებას უარყოფს

liza
აი კანონი და აი სამართალი. იმედია ციხეში ბევრი ჯანიანი ცხოველების მოყვარულებიც იხდიან სასჯელს რომ ტყავი გააძრონ ამას.
ირმა
ამ დამპალს ძაღლის განავალი უნდა აჭამონ ყოველდღე.მომწონს განაჩენი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?