მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა საცხოვრებელი ადგილის საძირკველის ჩაყრის მიზეზით, ან ადამიანის დაკრძალვის დროს. ასეთ შემთხვევაში ძაღლის, ასე ვთქვათ, მოვალეობა იყო ის, რომ გარდაცვალების მერე საცხოვრებელი ადგილისთვის, ან საფლავისთვის ედარაჯა, ან გარდაცვლილთა სამყაროში კომპანიონის როლი შეესრულებინა. სპეციალურ ჭურჭელში ნაპოვნი ძვლები იმაზე მეტყველებენ, რომ მათ სარიტუალო სამსხვერპლო საკვებად იყენებდნენ.
მოგვიანებით,
მეცნიერების აზრით, მათი მცირე ასაკი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ძაღლები "სულებისთვის იყვნენ განკუთვნილნი". როგორც ჩანს, ძაღლებს სპეციალურად ამრავლებდნენ სარიტუალო მიზნებისთვის.
ხანის ეპოქაში (ძვ. წ. აღ. III ს. - ახალი წ. აღ. III ს.) საფლავში ძაღლების თიხის ფიგურებს დებდნენ. ეს ფიგურები გარდაცვლილის პირადი ქონების ნაწილს წარმოადგენდა და განსაკუთრებული სტატუსით არ სარგებლობდა.
ადრეულ შუა საუკუნეებში საფლავებზე ძაღლების ქვის ქანდაკებების დადგმა დაიწყეს. სამხრეთ ჩინეთში, ლეიჩჟოუს ნახევარკუნძულზე, ჩვენი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში ძაღლების სხვადასხვა ზომის ქანდაკების დამზადების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩინელებს სჯეროდათ, რომ ქანდაკებები იცავდნენ ობიექტებს, ამიტომ გზაჯვარედინების, ტაძრებისა და სასაფლაოების ახლოს ამ ქანდაკებებს დგამდნენ. ეს ტრადიცია ჩვენს დრომდე შემორჩა. ამ პერიოდისთვის ლეიჩჟოუს ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ეპოქის დაახლოებით 10 000 ქვის ძაღლის გამოსახულებაა.
საინტერესოა, რომ სამხრეთ ჩინეთში ძაღლი ყოველთვის ითვლებოდა ტოტემურ ცხოველად. ამ ტერიტორიის აბორიგენები (იაო, მიაო, შე) ძაღლს თავის წინაპრად თვლიდნენ, ამიტომ მის ხორცს საკვებად არ იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩინეთში ძაღლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. 2011 წლის მაისში, შანხაიში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ერთ ძაღლზე მეტის ყოლას უკრძალავს. იმავე წლის ზაფხულში ქალაქ ცზიანმინში (გუანდუნის პროვინცია) მათი ყოლა საერთოდ აკრძალეს.