დაკარგულმა ძაღლმა ტელევიზორიდან თავისი პატრონის ხმა ამოიცნო
დაკარგულმა ძაღლმა ტელევიზორიდან თავისი პატრონის ხმა ამოიცნო
ძაღლი, სახელად ტიბიტა ერთი თვის წინ დაიკარგა იმ დროს, როცა თავისი პატრონი ალფრედ შეიფერი პარკში ასეირნებდა. ალფრედი ალცეიმერის დაავადებით იტანჯება. როდესაც ის ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში არ დაბრუნებულა.  მისი ცოლი კელი, ქმრისა და ტაბიტას მოსაძებნად წავიდა. მან მიაგნო ალფრედს, თუმცა, ძაღლი არსად ჩანდა. 

პენსიონერი ცოლ-ქმარი, რომლებიც მისურის შტატში ცხოვრობენ, თავიანთ საყვარელ ძაღლს რამდენიმე დღე ეძებდა. კელიმ 100-მდე განცხადება გააკრა ახლომდებარე უბნებში, სადაც ეწერა: "ტაბიტა ჩემთვის შვილივით არის. მე ის ძალიან მიყვარს." მან ადგილობრივ ტელევიზიაშიც გაავრცელა ტიბეტას
დაკარგვის შესახებ ინფორმაცია.


საბედნიეროდ, ძაღლი ერთ-ერთმა კეთილმა ოჯახმა შეიფარა. ისინი ტელევიზორს უყურებდნენ, როცა კელიმ ტელევიზიით
განაცხადა ძაღლის დაკარგვის შესახებ. იმ დროს, როცა ტიბიტამ პატრონის ხმა გაიგო, ყურები დაცქვიტა და ყეფა დაიწყო. ძაღლის შემფარებლები მიხვდნენ, რომ სწორედ მათთან მყოფი ბინადარი იყო ის, ვისაც კელი ეძებდა.

ტიბიტას დროებითი ოჯახი ტელევიზიას დაუკავშირდა. 10 წუთის შემდეგ ბედნიერი კელი და ალფრედი თავის საყვარელ ბინადარს შეხვდნენ.

Zooclub

პენსიონერი ცოლ-ქმრისთვის ეს ძაღლი არამარტო საყვარელი ბინადარი, არამედ კარგი დამხმარეა, რომელიც ალცეიმერით დაავადებულ ალფრედს ეხმარება იყოს აქტიური.

ასევე იხილეთ:

დაკარგული ძაღლი 6 წლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა

დაკარგულმა ძაღლმა 9 დღე-ღამე იარა, რათა პატრონთან დაბრუნებულიყო

პუდელმა პატრონის მოსაძებნად 50 კილომეტრი გაიარა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?