მოძღვარმა იპოვა ძაღლი, რომელიც დაბმული, შეკრულ პარკში მატარებლის რელსებზე ეგდო
მოძღვარმა იპოვა ძაღლი, რომელიც დაბმული, შეკრულ პარკში მატარებლის რელსებზე ეგდო
ალბათ არაერთხელ გაგიგიათ სულისშემძვრელი ისტორიები უგულო ადამიანებზე, რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცხოველებისადმი სისასტიკეს სჩადიან.

ეს ისტორიაც საცოდავ ძაღლზეა, რომელიც დააბეს, ჩასვეს პარკში და შემდეგ მატარებლის რელსებზე დააგდეს, რათა მომკვდარიყო. ინციდენტი მოხდა აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში. შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, რომ არა კეთილი ადაიანის დახმარება.

როდესაც 67 წლის მოძღვარი ლორენ ვანს ვიკი ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა, მატარებლების სადგურის გავლით, შემთხვევით დაინახა რელსებზე დაგდებული უცნაურად გახვეული "ნივთი". მამაკაცი მიუახლოვდა და მჭიდროდ შეკრული პარკი გახსნა. ის შოკში იყო, ნამდვილად არ ელოდა, თუ გასაცოდავებულ ძაღლს აღმოაჩენდა.

"გაოგნებული ვიყავი. ძაღლს სხეულზე თითქმის არ ჰქონდა ბეწვი, ხოლო თათები და ცხვირი გასიებული ჰქონდა, რადგან
ბაწარი მჭიდროდ შემოეხვია ვიღაც უგულო ადამიანს. იმდენად დავიბენი, თოკების მოხსნაც ვერ შევძელი, მოვკიდე პარკს ხელი და ვეტერინართან გავიქეცი."- ამბობს მოძღვარი.

Zooclub

ტერიერის ჯიშის ძაღლი რამდენიმე თვიან მკურნალობას ვეტერინარულ კლინიკაში გაივლის. მას ტრიქსი დაარქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

Zooclub
Zooclub

მას შემდეგ, რაც Facebook-ზე ტრიქსის ისტორია გავრცელდა, არაერთმა ოჯახმა მისი აყვანის სურვილი გამოთქვა. მომვლელებმა ძაღლს მისთვის საუკეთესო პატრონები შეურჩიეს.
Zooclub

გამოჯანმრთელების შემდეგ ტრიქსი გაემგზავრება იოჰანესბურგში, სადაც მოსიყვარულე ოჯახი ელოდება.

ასევე იხილეთ:

კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?

არხში ნაპოვნი ძაღლის სასწაულებრივი გარდასახვა

ფოტოგრაფმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან იხსნა

la bonita
ამის შემდეგ გამოვლიან და ადამიანების ქებას დაიწყებენ.ადამიანზე ნაგავი არსება არ არსებობს,ყველა სასჯელი ღმერთმა ადამიანების ბოროტების გამო მისცათ და არა ცხოველების გამო,კატოკით უნდა გადაუარო ამის ჩამდენს
ნინა
ზუსტად და სინდისის ქენჯნის გარეშე,იგივენაირად მოვექცეოდი ამ სისასტიკის ჩამდენ უგულო,ნაგავ არსებას,ჩემდა სამწუხაროდ,ადამიანი რიმ ჰქვია....
liza
ამის გამკეთებელს მივაბავდი რესლებზე. ასეთი ხალხი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაზე, კველანაირი სიბოროტე და უბედურება მათგან მოდის.
თაკო
სიტყვები არ მყოფნის რა ვთქვა, ღმერთო შენ გაეცი პასუხი ასეთ უსულგულო ადამიანებს და გვიმრავლე კეთილი ადამიანები, ადამიანები, ვისაც ადამიანები და ცხოველები ერთნაირად სტკივათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?