ხელოსანი შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებს ეხმარება
ხელოსანი შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებს ეხმარება
ვასილის ტიგურასი საბერძნეთში ცხოვრობს, ის პროფესიით წყალგაყვანილობის ხელოსანია და ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებისთვის ეტლებს ამზადებს. საბერძნეთში არსებული კრიზისის ფონზე უპატრონო, ავადმყოფი ცხოველებისთვის ცოტას თუ სცალია, ამიტომ ვასილისმა მათი დახმარება გადაწყვიტა.

Zooclub

მსოფლიოში უამრავი უპატრონო ძაღლია, ზოგიერთი მათგანი წელს ქვევით არის მოწყვეტილი და გადაადგილება უჭირს, სწორედ ასეთ ძაღლებს ეხმარება ვასილისიც. ის თავისი ხელით ამზადებს ეტლებს ვეტერინართან შეთანხმებით, ამასთანავე, ხელოსანი ძაღლებს ასწავლის, როგორ უნდა შეეგუონ ეტლს.

Zooclub

ეტლის ფასი 70 ევროდან იწყება და შესაძლოა 200 ევროც ღირდეს, ეს უპატრონო ცხოველისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა. ვასილისი
Facebook-დან შემოწირული თანხებით ყიდულობს ეტლისთვის საჭირო მასალას და მისი თქმით, ცდილობს, უპატრონო ძაღლებს მცირედით მაინც
დაეხმაროს.


ასევე იხილეთ:

როგორ უვლიან საქართველოში უნარშეზღუდულ ძაღლებს, რომლებსაც ოჯახის წევრებად თვლიან

სამფეხა სპილო მოშას ახალი პროტეზი

ამ ძაღლმა ჯერ კიდევ ლეკვობისას დაკარგა ოთხივე ფეხი.. მაგრამ ბედმა მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა!
anna paraskevopulo
ბრავო ვასილი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?