უცნაური შესახედაობის ლეკვმა მზრუნველი პატრონები იპოვა
უცნაური შესახედაობის ლეკვმა მზრუნველი პატრონები იპოვა
10 კვირის ლეკვი, სახელად ლიზა თავშესაფარში მიიყვანეს. ის ძალიან მხიარული და თბილი იყო, თუმცა, ვიზუალის და წითელი თვალების გამო, თავშესაფრის თანამშრომლები გაოცებულნი აკვირდებოდნენ პატარა არსებას.

"მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის ძალიან ბედნიერი და მხიარული ლეკვია, უყვარს სხვა ძაღლებთან თამაში და უზომოდ თბილია ადამიანების მიმართ."- ამბობს ლიზას მომვლელი.

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ ქრისტი დობლერი და მისი ოჯახი თავშესაფარს ესტუმრნენ. მათ ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი მოუკვდათ, ძალიან განიცდიდნენ და სურდათ, თავშესაფრიდან პატარა ბინადარი აეყვანათ. ოჯახს ასევე ჰყავდა ლაბრადორის ჯიშის ძაღლი - 6 წლის პელე. 

Zooclub

როცა ქრისტის ოჯახმა პატარა ლიზა დაინახა, მათ ლეკვის გამოხედვამ გული გაუთბო.

"ის ჩვენკენ გამოიქცა, დიდი
სითბო გამოხატა ყველას მიმართ."- ამბობს ქრისტი.
პირველ დღეს ოჯახმა ვერ გადაწყვიტა ცხოველის აყვანა, თუმცა, მეორე დილას მივიდნენ თავშესაფარში და ლიზა სახლში წაიყვანეს.

Zooclub

"როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათით განსხვავდება სხვა ძაღლებისგან. ყოველთვის მყავდა სახლში ძაღლი, თუმცა, მსგავსი სითბო ჯერ არ მიგვრძნია."-ამბობს ქრისტი.

Zooclub

ლიზა პირველივე დღესვე შეეჩვია ახალ ოჯახს. ის დაუმეგობრდა ლაბრადორ პელესაც, რომელმაც ახალი ბინადარი თბილად მიიღო. მას გაუმართლა, რადგან ყველაზე მზრუნველი და ერთგული ოჯახი იპოვა.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი 15 წელი ელოდა,რომ ვინმე იზრუნებდა მასზე...

მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა

ქალმა თავშესაფრიდან მომაკვდავი ძაღლი აიყვანა.. მან პატარას უბედნიერესი დღეები აჩუქა...

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?