ბიოლოგების თქმით, უძველესი ძაღლების გადაშენების მიზეზი კატები არიან
ბიოლოგების თქმით, უძველესი ძაღლების გადაშენების მიზეზი კატები არიან
უძველესი ძაღლები კატების გამო გადაშენდნენ. მათთან მეტოქეობამ მთავარი როლი ითამაშა ძაღლისებრთა ოჯახის ევოლუციაში , - ასეთ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.

2000-ზე მეტი გაქვავებული ძაღლის (გადაშენებული 120 სახეობის წარმომადგენლებიდან) გამოკვლევის შესწავლის შემდეგ მკვლევრებმა გეტებორგის (შვეცია), სან-პაულოს (ბრაზილიას) და ლოზანას (შვეიცარია) უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ 40 სახეობის ძაღლისებრთა სახეობა მას შემდეგ დაიღუპა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში აზიის ტერიტორიიდან მოსული კატები დასახლდნენ. მოცემული აღმოჩენა აქამდე არსებულ წარმოდგენას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ყველა ეს ცხოველი კლიმატის ცვლილების მსხვერპლი აღმოჩნდა.

“როგორც წესი, ჩვენ ვთვლით, რომ ბიომრავალფეროვნების და
ევოლუციის საწყისად კლიმატის ცვლილებაა. თუმცა, როგორც ჩვენ ვხედავთ, ძაღლისებრთა ცხოველების შემთხვევაში ძირითად როლს შეიძლება ასრულებდეს
მეტოქეობა მტაცებელთა სახეობებს შორის”, - აღნიშნა კვლევის ავტორმა და წამყვანმა სპეციალისტმა, ბიოლოგმა დანიელ სილვესტრომ გეტებორგის უნივერსიტეტიდან.

ცნობილია, რომ ძაღლისებრთა სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოიშვა 40 მილიონი წლის წინ, ხოლო თავის მაქსიმალურ მრავალფეროვნებას მან დაახლოებით 22 მილიონი წლის წინ მიაღწია. ამ პერიოდში კონტინენტზე 30 სახეობაზე მეტი სახლობდა. მათი სხეულის სიდიდე დროთა განმავლობაში იზრდებოდა და რამოდენიმე ხნისშემდეგ ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ერთ-ერთ უმსხვილეს მტაცებლებად ჩამოყალიბდნენ. ბიოლოგების აზრით კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები იმ პერიოდში ბევრად ეფექტური მტაცებლები იყვნენ, ვიდრე ბევრი გადაშენებული ძაღლი.

ევოლუციის თვალსაზრისით მტაცებლებისთვის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო საკვების მოპოვების უნარი. კატებსა და ძაღლებს შორის საკვებზე და ტერიტორიაზე მწვავე კონკურენციის შედეგად უკანასკნელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში ძაღლისებრთა ოჯახის მხოლოდ 9 სახეობა არსებობს, მათ შორის შინაური ძაღლის.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ინდიანას (აშშ) შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ეფექტი კატების მონაწილეობის ვიდეოების ყურება ადამიანს სიცოცხლის ძალას ჰმატებს და ათავისუფლებს ნეგატიური ემოციებისგან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?