ის, რასაც ეს პიტბული გოგონასთვის აკეთებდა, მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ამ ჯიშის მიმართ...
ის, რასაც ეს პიტბული გოგონასთვის აკეთებდა, მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ამ ჯიშის მიმართ...
უამრავი ადამიანი, როგორც წესია, სიფრთხილით ეკიდება მებრძოლ ძაღლებს. მაგრამ ისტორია, რომელსაც მოგიყვებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ძაღლის ხასიათი ყოველთვის არ არის დამოკიდებული მის ჯიშზე.

გრეგ ჰეინენი არ იყო გამონაკლისი. მას ისევე, როგორც დანარჩენებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მსგავს ძაღლებზე. იმ პერიოდისთვის, როდესაც ის დაქორწინდა, მის მეუღლესაც ჰყავდა უკვე ძაღლი და ყველას საერთო სივრცის გაყოფა მოუწია. გრეგის ძაღლს ზაკი ერქვა. ის პიტბულისა და ლაბრადორის ნაჯვარი იყო. გრეგისთვის ძნელი აღმოჩნდა მასთან საერთო ენის გამონახვა. ძაღლი აგრესიულად იქცეოდა. როდესაც მათი გოგონა დაიბადა, დედ-მამამ არ იცოდა,
რა რეაქცია ექნებოდა მათ ძაღლს.

Zooclub

გრეგმა თავის მეუღლეს ულტიმატუმი წაუყენა: "თუ შენი ძაღლი ერთხელ მაინც
შეეხება ჩვენს ბავშვს, მე მას არ ვაცოცხლებ".

Zooclub

მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ორივე ძაღლს თავიდანვე შეუყვარდა ბავშვი. როგორც კი მშობლები მას მანქანის უკანა დასაჯდომზე დასვამდნენ, ძაღლები მაშინვე კუდის ქიცინით იწყებდნენ მის ლოკვას. იმ დროიდან ზაკი გრეგის გოგონას პირადი მცველი გახდა. თუ პატარას იატაკზე ეძინა, ზაკი გვერდით მიუწვებოდა და მის ძილს იცავდა.

Zooclub

"ჩვენს გოგონას უსაზღვროდ უყვარდა ზაკი. ძაღლმა იცოდა დრო, როდესაც ბავშვი იძინებდა და ელოდა კიბეებთან, რომელიც მისი ოთახისკენ მიდიოდა, რომ ერთად წასულიყვნენ დასაძინებლად. უნდა ვაღიარო, რომ ეს ძაღლი უფრო და უფრო მომწონდა", - იხსენებს გრეგ ჰეინენი.

მაგრამ ერთხელ ოჯახში უბედურება მოხდა. მეზობლის ბავშვმა ზაკს საჭმელში საწამლავი ჩაუყარა.

Zooclub

"ეს იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე. ზაკი გაუნძრევლად იწვა სამზარეულოს იატაკზე და ჩემი გოგონა მას ემშვიდობებოდა. ჩემი მეუღლე და მე ცრემლებს ძლივს ვიკავებდით", - ჰყვება ჰეინენი.

საღამოს 8 საათზე გოგონა, როგორც ყოველთვის, დასაძინებლად წავიდა, მაგრამ კარებთან უეცრად გულამოსკვნილი ატირდა. მშობლები მაშინვე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. მეორე ძაღლმა ბავშვის ტირილი რომ გაიგო, მაშინვე გოგონასთან გაჩნდა. ძაღლი შევიდა ბავშვის ოთახში, მის გვერდით დაწვა და თათი ისევე დაადო, როგორც ამას ზაკი აკეთებდა.

Zooclub

მას შემდეგ ძაღლი, სახელად სემი გოგონას ყოველ დღე მიაცილებდა დასაძინებლად.

ცხოველები - ფაქიზი ფსიქოლოგები არიან. ძაღლების ხასიათი ხშირად სულაც არ არის დამოკიდებული მათ ჯიშზე და მათ ბევრად მეტი ესმით და უმძიმეს პერიოდში შესანიშნავი მხარდაჭერა შეუძლიათ, ვიდრე ადამიანებს და ამას სულაც არ სჭირდება სიტყვები.
magda
როგორც გაზრდიტ დაგლს ისეც იქნება ჰემი პიტ ბვლი ტბილი და კარგია
mariami
მე მყავს ნაცრისფერი ზუსტად ასეთი პიტბული,პატარა გავზარდეთ,ოჯახში შვილივით გვყავს,ძაღლი ისეთი იზრდება როგორსაც აღზრდით ,,,პიტები უჭკვიანესები არიან და ყველაფერს ადვილად სწავლობენ...
ნათია
"ადამიანური" სულაც არ არის ძაღლისთვის კომპლიმენტი და არც ადამიანია რაიმეს საზომი.
დალი
ძაღლი ბევრ ადამიანზე უფრო ადამიანურია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?