ქალმა ქმარი მოატყუა, რომ მათი ლეკვი პატარა ტანის ძაღლი გაიზრდებოდა
ქალმა ქმარი მოატყუა, რომ მათი ლეკვი პატარა ტანის ძაღლი გაიზრდებოდა
სიუს ძალიან უნდოდა თავშესაფრიდან ძაღლის აყვანა, თუმცა, მისი ქმარი რობერტი მხოლოდ პატარა ზომის ძაღლზე დაითანხმა. თავშესაფარში სტუმრობისას, სიუს განსაკუთრებით მოეწონა ლეკვი, სახელად იუჯი. ქალმა დანახვისთანავე გადაწყვიტა მისი აყვანა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ზომის გაიზრდებოდა.

მან ქმარს უთხრა, რომ ლეკვი ოყო ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის, რომელიც პატარა ტანის გაიზრდებოდა. სინამდვილეში იუჯი აღმოჩნდა უზარმაზარი დოგი, რომელიც სხვა ჯიშებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის იზრდება.

აყვანიდან ერთი თვის შემდეგ, იუჯიმ ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშს ზომაში საგრძნობლად გაუსწრო. ის დღითიდღე იზრდებოდა. როცა ძაღლი 5
თვის გახდა, რობერტი მიხვდა, რომ მეუღლემ მოატყუა.

Zooclub

"ყოველ თვე იუჯის  შენახვაზე 200 $-ზე მეტი იხარჯება,
თუმცა, მე ის ძალიან მიყვარს და არ ვნანობ, რომ იუჯი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა." - ამბობს რობერტი.

Zooclub

იუჯის მეორე სახელიც შეარქვეს - ბეარი. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ძაღლია ინგლისში. მას ჰყავს საუკეთესო მეგობარი კატა ტოფი, რომელიც რობერტმა და სიუმ ქუჩიდან შეიფარეს.

Zooclub
ცოლ-ქმარი შინაურ ბინადრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთბობს და მეტიც, იუჯის საკუთარი დივანი აქვს სახლში, სადაც სძინავს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ყველაზე იშვიათი ქათმის სახეობა დედამიწაზე, მსგავსი არასოდეს გინახავთ

ლაბრადორის მუცელში აღმოაჩინეს 62 თმის რეზინი, 8 ქვედა საცვალი და ერთი ე.წ. ბანდაჟი

მამაკაცი ირწმუნება, რომ მისმა კატამ ლეკვი გააჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?