პუდელმა პატრონის მოსაძებნად 50 კილომეტრი გაიარა (+ვიდეო)
პუდელმა პატრონის მოსაძებნად 50 კილომეტრი გაიარა (+ვიდეო)
ეს არის ამბავი გამხდარ, მოთხუპნულ, მაგრამ უზომოდ ბედნიერ სემზე...
პატარა პუდელი პატრონს ერთი ნაბიჯით არ სცილდებოდა. დახტოდა მის გარშემო, წკმუტუნებდა, "უკოცნიდა" მთელ სახეს. სიხარულისგან კინაღამ გული წაუვიდა.

დაშორების მერე მათი შეხვედრის ყურება ცრემლის გარეშე არ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ თავისი პატრონი ეპოვა, სემმა 50 კილომეტრი გაიარა.

"სემი ბავშვივითაა", - ჰყვება ქალბატონი, - "თბილი და ერთგულია, ყველაფერი ესმის. მგონია, რომ ახლა ალაპარაკდება. ის ჩვენი პატარა მზეა"!

Zooclub

ერთხელ ოლია აგარაკზე წავიდა. მან გადაწყვიტა სემი თან არ წაეყვანა. 10 წლის "მოხუცი" შეიძლება გზაში ცუდად
გამხდარიყო. მისი მეთვალყურეობა ნათესავ გოგონას დაავალა.

მალე მას დაურეკეს და აცნობეს, რომ ძაღლი დაიკარგა პირდაპირ
ბინიდან, ქალაქის ცენტრიდან. გოგონა თავის საქმეზე გადიოდა, როცა ძაღლი უეცრად კარში გაძვრა და უკანმოუხედავად გაიქცა.

ოლგა ატირდა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მისი პატარა ძაღლი ახლა ქუჩაში, სულ მარტო იყო.

ის სემს რამოდენიმე კვირის მანძილზე ეძებდა. ბევრჯერ მოიარა სახლის ახლომახლო ქუჩები, ეზოები და ავტოფარეხები. ადგილს ვერ პოულობდა, ცუდად ეძინა. ოლგამ ყველგან განცხადებები გააკრა, დაწერა ინტერნეტში, მაგრამ შედეგი არ იყო. ძაღლი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

Zooclub

"ალბათ ვიღაცამ აიყვანა" - თავს იმშვიდებდა პატრონი და იმედოვნებდა, რომ მისი სემი მხოლოდ კარგ ხელში მოხვდებოდა. უშედეგო ძებნის შემდეგ პატრონმა სცადა ნელ-ნელა შეგუებოდა სიტუაციას. მან ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული, რომ სემის დაკარგვით გამოწვეული სტრესი დაეძლია.

ერთხელაც იგი კვლავ წავიდა აგარაკზე. გადმოვიდა მანქანიდან და ოლგამ თვალებს არ დაუჯერა... ბილიკზე, მზესუმზირებისა და მოცხარის შორის მისკენ ნაცნობი ფიგურა მირბოდა.

-სემი! ჩემო პატარავ! აქ საიდან გაჩნდი?! - ტიროდა პატრონი.

ძაღლი კინაღამ გადაირია სიხარულით. დახტოდა, კუდს აქიცინებდა. როგორც იქნა, იპოვა, აი, ის, მისი პატრონი, მან მშობლიური სუნი იგრძნო.

ოლგა დიდხანს იხუტებდა გულში თავის ნაპოვნ უსაყვარლეს ბინადარს - გამხდარს, ტალახიანს, ბირკიანს, მაგრამ საღსალამათს და ცოცხალს.

Zooclub

ალბათ მას აჭმევდნენ. ბევრი კარგი ადამიანია ამ ქვეყანაზე, მაგრამ კიდევ კარგი, არავინ შეიფარა და, როგორც იქნა, მიაღწია სახლამდე. "ჩვენ უზომოდ გახარებულები ვართ", - ამბობს ძაღლის ბედნიერი პატრონი.

სახლში დასაბრუნებლად სემმა 23 დღეში 50 კილომეტრი გაიარა. ის ერიდებოდა უსახლკარო ძაღლებს, ჭამდა ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდა. რამდენი გზა გადაკვეთა? არავინ იცის, როგორ გადაურჩა მანქანის ბორბლებს.

ესეც თქვენი ნაზი შინაური ძაღლი...

იხილეთ ვიდეო

liza
ვაიმე მოვკვდი ნერვიულობით, 23 დღე როგორ იარა საწყალმა. ჩემი ძაღლი ერთხელ დავტოვე სხვასთან და რამის მანქანას შეუვარდა. აწი ყველგან თან დამყავს, სტუმრადაც კი. იციან რომ მის გარეშე არ დავდივარ და მეპატიჟებიან ძაღლთან ერთად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?