კახეთში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს ძაღლი, რომელიც მგელი ეგონათ და ტყეში გაუშვეს
კახეთში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს ძაღლი, რომელიც მგელი ეგონათ და ტყეში გაუშვეს
ჰასკის ჯიშის ძაღლი კახეთის გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მგელი ეგონათ, ის დაიჭირეს და ტყეში გაუშვეს.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის Facebook-ის გვერდზე წერია:

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოქალაქის მიერ თავდასხმისას დაჭერილი მგელი ველურ გარემოში გაუშვეს. მოქალაქემ გარეული ცხოველის დაჭერის თაობაზე პოლიციას აცნობა. თავისმხრივ პოლიციამ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ადგილზე გასული იქნა ჯგუფი მოხდა ცხოველის ველურ გარემოში დაბრუნება."


Zooclub

გარემოს დაცვის სამინისტროს თქმით, ძაღლის ფოტოები საკუთარი Facebook-ის გვერდზე შეცდომით გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, მგელი ნამდვილად იქნა დაჭერილი სოფელ უზუნთალაში.
თემო
კიდევ კარგი 9 იანი კარტეჩი არ დაახალეს კეფაში როგორც მგელს.
დინგო
გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაკები ძაღლსა და მგელს თუ ვერ არჩევენ აბა რა უნდათ მაგ სამსახურში!?
kaxi
ეს ხალხი ზოოპარკში მაინც არ არის ნამყოფი? მგელი და ძაღლი რომ ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისაგან.
ეთერი
რა გჭირთ დამცველებო მერამდენე შემთხვევაა ძაღლს მგლისგან ვერ არჩევთ!დააბრუნეთ ეხლა საწყალი ძაღლი უკან საიდანაც აიყვანეთ
gigi
დაიჭერილი, ასეთი ენაგადმოგდებული და გახარებული მგელი მე ჯერ არ მინახავს :))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?