ძაღლი ცოცხლად იყო დამარხული, პატრონი ბრალდებას უარყოფს
ძაღლი ცოცხლად იყო დამარხული, პატრონი ბრალდებას უარყოფს
როდესაც პედრო დენისი თავის ძაღლს ასეირნებდა, 10 წლამდე ფრანგული მასტიფის ჯიშის ძაღლი  შემთხვევით იპოვა. ინციდენტი მოხდა 1 აგვისტოს, პარიზის გარეუბანში.

ცხოველი ცოცხლად იყო დამარხული და ის უკვე სიკვდილის პირას იმყოფებოდა.

"მხოლოდ ძაღლის თავი ჩანდა, თუმცა, ისიც ძლივს დავინახე, რადგან მთლიანი სხეული მიწით იყო დაფარული, თვალები კი მიწით ამოვსებული."- წერს პედრო დენისი Facebook-ის გვერდზე.

Zooclub

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები გმობდნენ ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას და დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

საბოლოოდ, ინციდენტით ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა.

სამართალდამცველებმა იპოვეს ძაღლის პატრონი, რომელიც 21 წლის მამაკაცი
აღმოჩნდა. თუმცა, ბიჭი უარყოფს ბრალდებას. მისი თქმით, ძაღლი დიდი ხნის წინ გაიქცა სახლიდან და მას
შემდეგ არ უნახავს, მაგრამ პოლიცია მის ჩვენებას საეჭვოდ მიიჩნევს.

Zooclub

"ძაღლი დაახლოებით 10 წლის იქნება და მას ართრიტი აქვს. რთული წარმოსადგენია, რომ ის ვინმეს გაექცეოდა."- ამბობენ სამართალდამცველები.

Zooclub

ძაღლის პატრონს სასამართლოში მოუწევს თავის მართლება. საფრანგეთის კანონის მიხედვით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთით და 30 ათასი ევროს ჯარიმით.

თვითმხილველების თქმით, ძაღლი მიწის სიღრმეში იყო ჩამარხული, მას კისერზე ჰქონდა მობმული ბაწარი, რომელსაც ქვები იჭერდა, რათა ძაღლი ვერ ამოსულიყო.

Zooclub

საფრანგეთის სოციალურ ქსელებში, ცოცხლად დამარხული ძაღლის ამბავი მთავარ თემად იქცა. ადამიანები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვენ ძაღლის პატრონის მიმართ. 135 ათაზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას.

ასევე იხილეთ:

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

ჯაჭვით დაბმული ძაღლი ქვებს ჭამდა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყო

ძაღლის ცემისთვის კომპანიის დირექტორი 100 000 დოლარით დააჯარიმეს
elene
სიამოვნებიტ გადაუმტვრევდი ხერხემალს
Ana-katerina
ასეტი სატანისეული მცვალებლები მტელი სიმკაცრიტ უნდა დაისაჯონ !მაგას არ მისცეს უპალმა სიბერე...ნაგავი 1 კველგან უნდა მოქმედებდეს ცხოველტა დაცვის საზოგადოება
mari
საქართველოშიც ნელ-ნელა ფუძნდება ცხოველთა დაცვის საზოგადოებები, გაამკაცრეთ კანონი გთხოვთ უსულო და უგულო ადამიანების მიმართ, ვინც ცხოველებს უდიერად ექცევა!
ლია
საქართველოშიც უნდა იყოს ასეთი კანონი, და ცხოველების მწამებელი ადამიანი მკაცრად უნდა ისჯებოდეს
ნატო
მასეთი სიბოროტე ადამიანს თავშ რომ მოუვა ის საშიშია საზოგადოებისთვისაც და სასტიკ სასჯელს იმსახურებს,უნდა ჩამარხო და სიკვდილის პირას მიიყვანო,ვაიმეეე ისე გავგლეჯდი ალბათ ხელიც არ ამიკანკალდებოდა,საცოდავი ცუგა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?