ცოტა ხნის წინ ჰალკი ბედნიერი მამა გახდა. მას 8 უსაყვარლესი ლეკვი შეეძინა.
ჰალკის პატრონები ნიუ-ჰემპშირელი (აშშ) მარლონი და ლიზა რენანები არიან.
“მათი მამა ნამდვილი ლეგენდაა", - სიამაყით ამბობენ მარლონი და ლიზა, - "ამიტომ მათ ლეკვებსაც აქვთ უდიდესი პოტენციალი, რომ მამის კვალს გაყვნენ და არანაკლები პოპულარობა მოიპოვონ. ლეკვების უმეტესობა უკვე გაყიდულია - აი, რას
ერთი ლეკვის ღირებულება 55 000$-ია.
ჰალკი ნაზი გიგანტია და ძალიან კარგი მამა. მას შეუძლია საათობით იწვეს და ეფეროს თავის ლეკვებს. ჰალკმა დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ასეთი უზარმაზარი ძაღლიც კი, იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად აზღრდით და ასწავლით, შეიძლება საუკეთესო შინაურ ძაღლად იქცეს. “
“ჩვენი შვილი ჯორდანი არც ერთ ჩვენს ძაღლს არასოდეს დაუკბენია და ჩვენ არ ვუშვებთ აზრსაც კი, რომ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს", - ამბობენ მშობლები, - "ის 100%-ით უსაფრთხოდაა, როდესაც მათთან ურთიერთობს.
ჩვენ უზომოდ გვიყვარს ჰალკი. ამის აღწერა სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია”.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო