სტივენ კინგმა თავის ძაღლს "ჯოჯოხეთის მაშხალა" დაარქვა
სტივენ კინგმა თავის ძაღლს "ჯოჯოხეთის მაშხალა" დაარქვა
რამოდენიმე დღის წინ სტივენ კინგმა ტვიტერში თავისი ახალი ბინადრის ფოტო გააზიარა. ეს არის პატარა ძაღლი, რომელსაც მან მოფერებით "ჯოჯოხეთის მაშხალა" დაარქვა.

"ის ჯიუტად ცდილობს დამარწმუნოს, რომ სამოთხის მკვიდრი არსებაა, მაგრამ ვერაფრით დამაჯერებს", - წერს კინგი კომენტარებში.

"ზაფხულში ჯოჯოხეთის მაშხალას სიგიჟემდე უყვარს აივანზე ყოფნა, ის ალბათ ამ დროს კატების დევნაზე ოცნებობს. ვერ იტანს თავის საწოლს და სულ ცოტა ხნის წინ ნაწილ-ნაწილ დაგლიჯა. ვფიქრობ, მის მეორე დასაფენსაც იგივე ბედი ელის. მას ურჩევნია ტუალეტის ქაღალდის დაფლეთილ ნარჩენებში წოლა. ხანდახან მის მზერაში მსოფლიოს დაპყრობის სურვილი
მოსჩანს. ის ნამდვილი მონადირეა, მტაცებელი. ყოველ დღე მაშხალა ჩვენს სახლში ეძებს იისფერ დინოზავრს, პოულობს და
დაუნდობლად უსწორდება მას, შემდეგ კი მის "უსულო სხეულს" დასცინის. ვერ იტანს ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას და ერთმნიშვნელოვნად ახლოსაა სამყაროს დაპყრობასთან".

ისე, ოჯახის დანარჩენი წევრები ძაღლს მოლის ეძახიან და იგი ასე გამოიყურება:

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?