შარპეის სახის დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს
შარპეის სახის დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს
არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ზოგჯერ ცხოველისთვისაც ყოფილა საჭირო პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. დიდ ბრიტანეთში შარპეის ჯიშის ძაღლს, სახელად ბენის, სახის დაჭიმვის ოპერაცია გაუკეთდა.

ოპერაცია არა ვინმეს სურვილით, არამედ აუცილებლობით იყო გამოწვეული. ბენის თავზე არსებული ნაკეცები თითქმის ფარავდა მის თვალებსა და ყურებს, ამიტომ დიდი ალბათობა იყო ის სმენადაქვეითებული და უსინათლო გამხდარიყო. პლასტიკური ოპერაცია დაინიშნა მას შემდეგ, რაც ბენი პატრონმა მიატოვა და ცხოველების თავშესაფარში ჩააბარა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ძაღლს შეუგროვეს თანხა, რაც მისი პირველი ოპერაციისთვის იყო საჭირო, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ გაუკეთდება მეორე ოპერაციაც.

Zooclub

"როდესაც პირველად
ბენი თავშესაფარში მოყვანეს, ვეტერინარის თქმით, ის თითქმის ვერ ხედავდა და სმენადობაც დაქვეითებული ჰქონდა. პირველი ოპერაციის
დროს,  მას სახეზე მოაშორეს ზედმეტი ნაკეცები."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი ჰანა დანი.

რამდენიმე ხანში ბენის გაუკეთდება მეორე ოპერაცია ყურების გარშემო. შესაძლოა მას მესამე ოპერაციაც დასჭირდეს.


ასევე იხილეთ:

ტაქსამ 20 კილო დაიკლო

ქუჩიდან აყვანილი უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

ფოტოშოპი არ გეგონოთ, ეს ნამდვილი კატაა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?