მამაკაცმა თავისი სახლის კართან წერილი იპოვა (+ვიდეო)
მამაკაცმა თავისი სახლის კართან წერილი იპოვა (+ვიდეო)
როდესაც ბეი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, კართან შეამჩნია წერილი, სადაც ეწერა:  "ჩემი ძაღლი თქვენს ეზოში დავტოვე. ძალიან მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ჩემი ქმარი მას ყოველ დღე სცემდა და ამის ატანა აღარ შემეძლო. მე ის ძალიან მიყვარს. ძაღლს რაბენ-მეი ჰქვია. დიდი მადლობა." 

როცა მამაკაცი ეზოში გავიდა, მან დაინახა საცოდავი, შეშინებული ძაღლი, რომელსაც კანი საშინლად დაზიანებული ჰქონდა. მან შემდეგ ეზოს სათვალთვალო კამერებში ნახა, როგორ დატოვა უცნობმა ძაღლი მის ეზოში.

როგორც აღმოჩნდა, უცხო მამაკაცმა გააჩერა მანქანა მის ეზოსთან, ძაღლი დატოვა ეზოში, ჩაჯდა მანქანაში და
გზა განაგრძო.

"ეს რაღაც სიგიჟეა. დღემდე ვერ მივხვდი, როგორი ადამიანია ის და რატომ მოიტყუა."- ამბობს
ბეი.

მან ძაღლი ცხოველების თავშესაფარში გადაიყვანა, ასევე გამოიძახა პოლიცია, რათა უცნობი პიროვნების იდენტიფისირება მომხდარიყო, თუმცა, ცდა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კადრებში სახე არ ჩანდა. 

ბეის თქმით, კანის მკურნალობის შემდეგ, ძაღლს მოუძებნის მზრუნველ პატრონს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

მანქანა გაჩერდა და სამი პატარა ძაღლი ქუჩაში გადმოაგდეს
LIZA
ისე ვცემდი მის ყოფილ პატროს ამ საწყალი ძაღლივით დავუზიანებდი კანს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?