ლაბრადორმა 14 თვის ბავშვი საცურაო აუზში დახრჩობას გადაარჩინა (+ვიდეო)
ლაბრადორმა 14 თვის ბავშვი საცურაო აუზში დახრჩობას გადაარჩინა (+ვიდეო)
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დღითიდღე გვაოცებენ იმით,  თუ რამდენად ერთგულები არაინ ადამიანების მიმართ.

პატრისია დრაუისი ავტოსადგომში იმყოფებოდა. მას ეგონა, რომ მისი 14 თვის ბიჭი ზურგს უკან იყო, თუმცა, როცა შეამჩნია, რომ ბავშვი არსად ჩანდა, ქალი ეზოში მის მოსაძებნად გავიდა და დანიახა საშინელება - ბიჭი წყლით სავსე აუზში იყო გადავარდნილი. 

ბავშვი გალურჯებული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ოჯახის ბინადარი ლაბრადორი, სახელად ბეარი პატარას ეხმარებოდა. ძაღლს ბავშვი სახით ზევით ჰყავდა ამოყვანილი, რათა ბიჭს სუნთქვა შეძლებოდა.

პატრისიამ ძაღლის დახმარებით ბავშვი ნაპირზე ამოიყვანა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საბედნიეროდ, ბიჭი ერთგული
ლაბრადორის დახმარებით გადარჩა.

"ბეარი ძალიან ჭკვიანი ძაღლია, ის ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ყოველთვის მჯეროდა, რომ
ჩემს შვილს გასაჭირში არ მიატოვებდა."- ამბობს პატრისია.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მან Facebook-ით შეიტყო, რომ ირმები გაყინული ტბიდან ვერ გამოდიოდნენ

5 კატას სიცოცხლის გადარჩენისთვის გმირის სახელი მიანიჭეს

"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?