მამაკაცი, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება აქვს არ ლაპარაკობდა, თუმცა, ძაღლმა მისი ცხოვრება შეცვალა (+ვიდეო)
მამაკაცი, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება აქვს არ ლაპარაკობდა, თუმცა, ძაღლმა მისი ცხოვრება შეცვალა (+ვიდეო)
ძაღლი, ადამიანის ერთგული მეგობარია. ამასთანავე, ისინი გვიხალისებენ ცხოვრებას. ბევრჯერ გაგვიგია ადამიანებისგან, რომლებსაც სახლში ცხოველი ჰყოლია, რომ შინაური ბინადრის გარეშე სახლი "ცარიელია". ასევე ცხოველები დაავადებული ადამიანის საუკეთესო თერაპევტებიც არიან.

ჩვენი პატარა ამბავიც სწორედ ძაღლზეა, რომელმაც ალცეიმერით დაავადებული ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ლიზა აბეიას მამა იტანჯება ალცეიმერის დაავადებით. ამ სენის გამო, მან ლაპარაკის უნარიც კი დაკარგა. ლიზამ გადაწყვიტა, მამასთვის ძაღლი ეჩუქებინა, თუმცა, არ ელოდა, რომ რაიმე განსაკუთრებული შეიცვლებოდა მამაკაცის ცხოვრებაში.

ძაღლი ახალ პატრონს დაუმეგობრდა და ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ყველას გასაკვირად, ლიზას
მამამ ლაპარაკი დაიწყო.

"ამას ნამდვილად არ ველოდი. მამაჩემი მთელი დღეები იჯდა სავარძელში და არ ლაპარაკობდა.
ჩაფიქრებული ერთ წერტილს უყურებდა და ბევჯერ მის თვალზე ცრემლიც შემიმჩნევია. დღითიდღე უარესდებოდა მისი მდგომარეობა, თუმცა, ახალი მეგობრის შეძენამ ის სრულიად შეცვალა. მან დაიწყო ლაპარაკი და თვალებზე ეტყობა, როგორი ბედნიერი გახდა."- ამბობს ლიზა.

შინაურ ცხოველებს საუკეთესოდ გამოსდით ადამიანების დახმარება 
გარკვეულ სიტუაციაში. 

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება

"მიკვირდა სხვა მშობლების, რომლებსაც ბავშვებთან ერთად სახლში ძაღლიც ჰყავდათ..."

პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?