მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა
მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა
"მე მაქვს ოცნება... მალე დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფები",- ამბობდა ჰილარი ბოროუ, რომელიც თავის ორ ძაღლთან ერთად ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა.

57 წლის ჰილარი დიდი ბრიტანეთიდან არის, ის საფრანგეთში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ქალს სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა, ამიტომ სამუშაოს საძებნელად დანიაში გადავიდა თავის ორ ძაღლთან ერთად, თუმცა, არც იქ გაუმართლა და დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტა დაბრუნება.

როდესაც ჰილარი თავის სამშობლოში დაბრუნდა, მას მოუწია ორ ძაღლთან ერთად ცივ ზამთარში მანქანაში ეცხოვრა. სახელმწიფომ შესთავაზა დროებითი საცხოვრებელი, თუმცა, ძაღლების გარეშე. ქალმა უარი
თქვა ძაღლების ცხოველების თავშესაფარში დატოვებაზე.

Zooclub

8 წლის რობი ფარაონ ჰუნდის ჯიშის ძაღლი და 5 წლის
ლაბრადორი კლეი, მასწავლებელმა ესპანეთის თავშესაფრიდან აიყვანა.

ჰილარი, რობი და კლეი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მანქანაში, ყინვისა და თოვლის დროს. იმ დრომდე, სანამ მათი ისტორია ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდებოდა.

Zooclub

როდესაც ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა მისი ამბავი გაიგეს, გადაწყვიტეს ჰილარის დახმარება. მათ იქირავეს კოტეჯი, სადაც უსახლკარო ქალი თავის ცხოველებთან ერთად დროებით დააბინავეს.

ამასთანავე, შექმნეს ფონდი, სადაც ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, შეძლებდა ჰილარის დახმარებას.

"ჩემი ცხოვრება საოცარ ზღაპარს ჰგავს. ეს ის შეგრძნებაა, როცა გაიღვიძებ და მილიონი ფუნტს მოიგებ. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც არ გაგვწირეს მე და ჩემი ბინადრები."- ამბობს ჰილარი.

დღეს ჰილარი და მისი ძაღლები სიცოცხლით ტკბებიან. სამომავლოდ, ქალბატონი აპირებს იშოვოს სამსახური, რათა ბინის დაქირავება შეძლოს.

ასევე იხილეთ:

ადამიანმა დათვი სიკვდილს გადაარჩინა

სანაპიროს ბინადარი ცხოველები გაჭირვებამ გააერთიანა

მამაკაცი ცხოველების გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?