მანქანა გაჩერდა და სამი პატარა ძაღლი ქუჩაში გადმოაგდეს (+ვიდეო)
მანქანა გაჩერდა და სამი პატარა ძაღლი ქუჩაში გადმოაგდეს (+ვიდეო)
ბევრი სირთულე გადაიტანა სამმა ჩიხუახუამ, სანამ მათ დასახმარებლად ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მივიდოდა.

მანქანა გაჩერდა და სამი ძაღლი - მარტი, ბრუნკლინი და პენი გზის პირზე გადმოყარეს. ისინი ერთი კვირის განმავლობაში მშივრები და შეშინებულები ისხდნენ ავტო სადგომთან და ერთმანეთს არ შორდებოდნენ. ბოროტმა ადამიანმა ტირის თოფით ზიანიც კი მიაყენა ძაღლებს, მათ კვებავდა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მოხუცი ქალბატონი, რომელიც ინვალიდის ეტლით აკითხავდა საცოდავ ცხოველებს.

Zooclub

როდესაც ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, დასუსტებული ძაღლების აყვანა არც ისე რთული იყო. ისინი დაბნეულნი და შეშინებულები იყვნენ.

ძაღლები
ვეტერინართან წაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდათ. სამწუხაროდ, 4 დღის შემდეგ პენი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ვეტერინარებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. ერთადერთი, რაც მის მომვლელებს ამშვიდებდა იყო ის, რომ ძაღლმა ბოლო 4 დღის განმავლობაში ბედნიერად იგრძნო თავი. რაც შეეხება ბრუკლინსა და მარტის, ისინი ერთად გაჩუქდნენ მოსიყვარულე ოჯახში.

"ვერ წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ეს უთბილესი ძაღლები ქუჩაში უმოწყალოდ მიატოვა. ისინი სახლში არიან გაზრდილები და საკვების შოვნასაც კი ვერ შეძლებნენ. რომ არა ეტლს მიჯაჭვული ქალბატონი, ძაღლები აუცილებლად დაიღუპებოდნენ."- ამბობს ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის თამაშრომელი.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მიტოვებული ძაღლი პატრონს ავტობუსში ეძებს
liza
გული მომიკვდა.
sakvarlebi!!!
რა გულბოროტი უნდა იყოს ადამიანი, ესენი რომ გამოყაროს!!!! ან რაღას მიყავთ სახლში, თუ მოვლის თავი არ აქვთ, ან ამათ რა განსაკუთრებული მოვლა დასჭირდებოდათ? მაგატი ბედი სანატრელი ქონდეთ ეგეთ ნაგავ ადამიანებს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?