ბიჭი თავის ძაღლთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, მან იცოდა, რომ ეს მათი ბოლო თავგადასავალი იქნებოდა
ბიჭი თავის ძაღლთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, მან იცოდა, რომ ეს მათი ბოლო თავგადასავალი იქნებოდა
გაიცანით, ეს 15 წლის ლაბრადორია, სახელად პო, რომელსაც ვეტერინარებმა განუკურნებელი დიაგნოზი დაუსვეს. ძაღლის პატრონმა ნილ როდრიგესმა გადაწყვიტა თავისი ბინადრის ცხოვრების ბოლო დღეები ბედნიერი ყოფილიყო და მასთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა დაგეგმა.




პოს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდა. იგი ცხოვრების ბოლო წუთამდე მასზე დარდობდა და ზრუნავდა.

Zooclub

ვეტერინარმა ნილს უთხრა, რომ ძაღლს ჰქონდა სიმსივნე და ის მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებდა.

Zooclub

ნილმა გადაწყვიტა, რომ თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად კონცერტზე მანქანით წასულიყო. თუმცა, რამდენიმე დღიანი ქალაქიდან გასვლა აშშ-ს სხვადახვა ქალაქში 46-დღიან მოგზაურობად იქცა.

Zooclub

ისინი ამ დროის განმავლობაში 35 ქალაქს ესტუმრნენ.

Zooclub

პატრონმა
პოსთვის
ინსტაგრამის გვერდი შექმნა, სადაც მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს ანთავსებდა.

Zooclub

მოგზაურობის დროს, პომ  ახალი მეგობრებიც შეიძინა.

Zooclub

ამ პერიოდში პო ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა, სუსტად იყო.

Zooclub

ნილს თან ჰქონდა ყველა საჭირო მედიკამენტი, რაც ვეტერინარმა ძაღლს გამოუწერა. პატრონი მას ყოველდღიურ გადასხმებსაც უკეთებდა.

Zooclub

ნილი და ვეტ-ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ შეძლო მძიმე სენით დაავადებულმა ძაღლმა 46 დღის განმავლობაში  მოგზაურობა.

Zooclub

პატრონი კვლავ გეგმავს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად მგზავრობას.

Zooclub

ნილის თქმით, მისი ძაღლი უფრო ბედნიერი იქნება მოგზაურობით, ვიდრე სახლში ჯდომითა და იმ საშინელი წუთების ლოდინით, რაც მისთვის გარდაუვალია
.

ასევე იხილეთ:

არავინ ელოდა, თუმცა მან 11 წელს მიაღწია და დაბადების დღეც აღნიშნა

15 წლის ძაღლისთვის, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია, პატრონმა გამოსავალი მოძებნა

ქუჩიდან აყვანილი უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?