ამ საცოდავმა ძაღლმა მთელი ცხოვრება ჯაჭვით დაბმულმა გაატარა, თუმცა...(+ვიდეო)
ამ საცოდავმა ძაღლმა მთელი ცხოვრება ჯაჭვით დაბმულმა გაატარა, თუმცა...(+ვიდეო)
როდესაც ცხოველთა დამცველ მოხალისეებს შეატყობინეს, რომ გერმანული ნაგაზი სახლის ეზოში ჯაჭვით იყო მიბმული, ისინი დაუყოვნებლივ წავიდნენ მის სანახავად, თუმცა, არ იცოდნენ იქ რა ელოდათ. როდესაც ცხოველთა დამცველები მივიდნენ, ძაღლი ძალიან აგრესიული იყო, ყეფდა, არ ჩერდებოდა და ადამიანების მიმართულებით იწევდა. მეტიც, ის პატრონის მიმართაც აგრესიული გახდა.

როგორც გაირკვა, ძაღლი, სახელად ალექსი პატრონებს ლეკვობიდან დაბმული ჰყოლიათ ერთ ადგილზე. ცხოველთა დამცველებს იმედი ჰქონდათ, რომ აგრესიულ ძაღლს სჭირდებოდა ქცევის თერაპია და გარკვეული დროის შემდეგ შეეცდებოდნენ მის გაჩუქებას, თუმცა, მოხდა საოცარი რამ. როდესაც ალექსს ჯაჭვი
მოხსნეს, ის იმ წუთიდან შეიცვალა - დამშვიდდა და მეტად მიენდო ცხოველთა მოყვარულებს. აღმოჩნდა, რომ მას
დასამშვიდებლად მხოლოდ სითბო და სიყვარული სჭირდებოდა.

იხილეთ ვიდეო

ძაღლებს აგრესია დაბადებიდან არ მოსდევთ. ცხოველის აგრესიის გამოვლენას მხოლოდ გარემო-პირობები იწვევს. შინაურ ბინადარს აუცილებლად სჭირდება სივრცე და ადამიანებთან ურთიერთობა, მხოლოდ მაშინ ხდება ის ბედნიერი.


ასევე იხილეთ:

რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი

ძაღლის, სახელად ჯუდი, უმძიმესი ისტორია საოცრად ბედნიერი დასასრულით

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს
zxc
თქვენს საიტზე მუდამ ჭედავს ფლეიერი... არამგონია მარტო ჩემთან იყოს ასე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?