ის სკოლის ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა, მაგრამ არდადეგების დადგომისთანავე ქუჩაში მარტო რჩებოდა
ის სკოლის ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა, მაგრამ არდადეგების დადგომისთანავე  ქუჩაში მარტო რჩებოდა
შელტონი უპატრონო ძაღლი იყო. ის ყოველდღიური საკვების საძებნელად რესისტენსიის (არგენტინა) ქუჩებში დადიოდა, ხოლო შემდეგ სადაც დაუღამდებოდა, იქ იძინებდა. ხეტიალისას ის მივიდა ერთ-ერთი სკოლის ეზოში, სადაც ბავშვების დიდი სიყვარული დაიმსახურა. იმ დღის შემდეგ ძაღლი მთელი დღის განმავლობაში დაცულად გრძნობდა თავს, რადგან ადგილობრივი სკოლის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მიეჩვია და მათთან ერთად ბიბლიოთეკაში ატარებდა მთელ დროს, ხოლო საღამოს მას ისევ ქუჩაში უშვებდნენ, სადაც პატარა ლეკვი დაუცველად გრძნობდა თავს. შელტონს ძალიან უხაროდა შემდეგი დღის გათენება, მან იცოდა, რომ თავისი მეგობრები ისევ მივიდოდნენ და მოსიყვარულე ადამიანებთან
ერთად გაატარებდა დღეს.

Zooclub

სამწუხაროდ, ზაფხული ახლოვდებოდა, სკოლა უნდა დახურულიყო და შელტონი უპატრონოდ ქუჩაში რჩებოდა. ბიბლიოთეკის
თანამშრომლებმა ცხოველთა მოყვარულ ზაირა კორდს მიმართეს, რათა ძაღლის დაბინავებაში დახმარებოდა.

Zooclub

კორდიმ Facebook-ის გვერდზე განათავსა შელტონის რამდენიმე ფოტო და დაურთო შემდეგი ტექსტი:


"შელტონი განსაკუთრებული ძაღლია. მას ძალიან აშინებს ქუჩის ცხოვრება, არ არის ისეთი თამამი, როგორც ქუჩაში მცხოვრები სხვა ძაღლები. თუ პატრონი არ გამოუჩნდა, ის შიმშილითა და მარტოობით დაიღუპება. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან ერთად ეზოში სირბილი. შელტონს აუცილებლად სჭირდება მზრუნველი პატრონი, რომელიც სიყვარულსა და სითბოს აჩუქებს."

Zooclub

ამ განცხადების შემდეგ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომლებსაც შელტონის აყვანა სურდათ. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა ერთ-ერთ მზრუნველ და ცხოველთა მოყვარულ ოჯახზე, რომლებმაც შელტონს ნამდვილი ბედნიერება აჩუქეს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა

ქუჩის მუსიკოსი, რომელიც არ ელოდა მსგავს სურპრიზს

მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?