ძაღლი ახალ პატრონს სახლიდან გაეპარა, რომ თავის გადამრჩენელებთან დაბრუნებულიყო
 ძაღლი ახალ პატრონს სახლიდან გაეპარა, რომ თავის გადამრჩენელებთან დაბრუნებულიყო
ეს კიდევ ერთი საოცარი ისტორიაა ძაღლზე, რომელმაც მრავალი კილომეტრი განვლო, რომ ერთგულება დაემტკიცებინა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უყვარდა.
მოხუცმა წყვლიმა იპოვა უპატრონო ძაღლი, რომელიც ფეხმძიმედ იყო. ის გასაცოდავებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოხუცებმა შეიფარეს, დაეხმარნენ მას გამოჯანმრთელებაში და შემდეგ - ლეკვების გაზრდაშიც.

როცა ლეკვები წამოიზარდნენ, წყვილმა ისინი მოსიყვარულე ოჯახებში გააჩუქა, ხოლო ნეგრიტას, როგორც ისინი ამ დედა ძაღლს ეძახდნენ, საიმედო პატრონი უპოვეს, რადგან მათი თქმით, ძალიან მოხუცები იყვენენ და გაუჭირდებოდათ მისი მოვლა.

ნეგრიტა მეგობარს აჩუქეს, რომელიც მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა. ძაღლი ახალმა პატრონმა
სახლში მანქანით წაიყვანა.

ორი კვირის შემდეგ მოხუც წყვილს მეგობარმა დაურეკა და სამწუხარო ამბავი აცნობა. ნეგრიტა
სახლიდან გაიპარა. მისი ახალი პატრონი ძაღლს ყველგან ეძებდა, თუმცა, უშედეგოდ.

რამდენიმე დღე გავიდა ნეგრიტას დაკარგვიდან, როცა ერთ დღესაც მოხუცმა წყვილმა ნეგრიტა შესასვლელთან ნახა. წყვილი გაკვირვებული იყო, ძაღლმა 161 კმ. გაიარა, რომ თავის გადამრჩენელებთან გაეგრძელებინა ცხოვრება.

გრძელი გზის შემდეგ, ნეგრიტა მშიერი და დასუსტებული იყო, ხოლო სიარულისგან მისი თათები საკმაოდ დაზიანებული. წყვილმა მას სათანადო დახმარება გაუწია. გადაღლილ ძაღლს 24 საათის განმავლობაში ეძინა.

მოხუცებმა თავის მეგობარს დაურეკეს და გააგებინეს, რომ ძაღლი მათ დაუბრუნდა. ახალმა პატრონმა წყვილს უთხრა, რომ ნეგრიტას ისევ წაიყვანდა, თუმცა, მოხუცებმა მის მეორედ გაშვებაზე უარი თქვეს. ასე დარჩა ნეგრიტა იმ ოჯახთან, რომელმაც თავიდან გადაარჩინა.

ასევე იხილეთ:

გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

გადარჩენილი ძაღლების ისტორიები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?