ის მთელი ღამე იცავდა და ათბობდა 3 წლის ბავშვს, რომელიც დაიკარგა (+ვიდეო)
ის მთელი ღამე იცავდა და ათბობდა 3 წლის ბავშვს, რომელიც დაიკარგა (+ვიდეო)
ერთგული ძაღლი, სახელად ბლუ დაეხმარა 3 წლის გოგონას, რომელიც სახლიდან მოშორებით დაიკარგა და დაუსახლებელ ადგილას მოხვდა. ინციდენტი თებერვლის ცივი ზამთრის პერიოდში მოხდა.

არიზონას შტატში 3 წლის ვიქტორია ბეში ზამთრის სუსხიან დღეს სახლიდან გაიპარა და დაიკარგა. გოგონამ გადაწყვიტა, მოეძებნა თავისი ძაღლი, ხოლო მეორე ძაღლი, სახელად ბლუ, რომელიც იმავე ოჯახის ბინადარი იყო, ვიქტორიას გაჰყვა. დაკარგულ ბავშვს ბლუ გვერდიდან არ შორდებოდა. ღამე ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცა, ძაღლი კი თავისი სხეულით ბავშვის გათბობას ცდილობდა.

როდესაც მშობლებმა ვიქტორიას გაუჩინარება შენიშნეს, დაუყოვნებლივ სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ბავშვს 15 საათის განმავლობაში
ეძებდნენ. მაშველებმა ვერტმფრენიდან ბლუ და ვიქტორია მეორე დილით შენიშნეს, ისინი დაუსახლებელ ადგილას ნაკადულის სიახლოვეს იყვნენ.

თავიდან ძაღლი ბავშვთან არავის უშვებდა, მას წინ გადაეფარა და ყეფდა, მაგრამ, როგორც კი ვიქტორია ფეხზე ადგა და გაიღიმა, ბლუ მიხვდა, რომ ადამიანები ბავშვის საშველად იყვნენ, მას მომენტალურად შეეცვალა ხასიათი და უკან დაიხია.  

ძაღლი გახარებული გაჰყვა მაშველებს, ბავშვთან ერთად ავიდა ვერტმფრენში და  სამშვიდობოს მათთან ერთად დაბრუნდა.

როცა ბავშვი ექიმებმა შეამოწმეს, მას ფეხები უმნიშვნელოდ მოყინული ჰქონდა და პატარა ნაკაწრები აღენიშნებოდა, თუმცა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მშობლებიც და მაშველებიც აღნიშნავდნენ, რომ ბავშვს სიცოცხლე ძაღლმა შეუნარჩუნა.

"ძაღლმა გოგონა დაიცვა, გაათბო და ასე გადაატანინა ღამის ყინვა."- ამბობს ადგილობრივი პოლიციის უფროსი.

ბლუმ ადამიანებს დიდი გმირობა და ერთგულება დაანახა.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა

3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა
ტეგები
zaza
გიყვარდეს ადამიანი,ეს სიტყვები მხოლოდ ძაღლებმა გაიგეს.
manana-hs
დიახ, ასეთი ერთგულები არიან ძაღლები, მნიშვნელობა არა აქვს, პატრონიანები არიან თუ უაპრონონი, მათ ერთი მოსიყვარულე და თბილი გული აქვთ ზოგიერეთი ადამიანებისგან (არაადამიანებისგან) განსხვავებით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ როგორ უნდა გეყოს ძალა, რომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?