ქუჩიდან აყვანილი უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა (ფოტო, ვიდეო)
ქუჩიდან აყვანილი უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა (ფოტო, ვიდეო)
გლუტა იყო უპატრონო ძაღლი, რომელმაც ცხოვრების გარკვეული ნაწილი ტაილანდის ქუჩებში გაატარა. მან ბევრი დამცირება, დაცინვა და შეურაცხყოფა გადაიტანა, თუმცა, ყოველთვის იმედიანი და ხალისიანი იყო.


საბოლოოდ, კეთილმა ადამიანმა ის თავის სახლში წაიყვანა, სითბო და სიყვარული აჩუქა.


სამწუხაროდ, გარკვეული ხნის შემდეგ გლუტა ავად გახდა. ის აღარ იყო ადრინდელივით მხიარული და საკვებსაც ვეღარ იღებდა.

ვეტერინართან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ მას ჰქონდა საშვილოსნოს პრობლემები, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო. საბედნიეროდ, დაავადება საწყის სტადიაში იყო და მკურნალობას ექვემდებარებოდა. ძაღლს ჩაუტარდა ოპერაცია და საშვილოსნოსთან ერთად სიმსივნეც ამოკვეთეს.

Zooclub

დღეს გლუტა უბედნიერესი ძაღლია. მას ფოტოაპარატის წინ პოზირება ძალიან მოსწონს, ასევე მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარს.

გლუტა ცხოვრობს
პატრონთა და თავის ძმა გლუმთან ერთად, რომლებთან ერთადაც ძალიან კარგად გრძნობს თავს. მას ყოველთვის ბედნიერი გამომეტყველება აქვს.

Zooclub

"საბედნიეროდ, ჩვენ სიმსივნე დავამარცხეთ და გლუტა ისევ ბედნიერი ძაღლია, თუმცა, უამრავი ცხოველია ქუჩაში, რომლებიც თითოეულმა თქვენგანმა შეიძლება, გლუტასავით ბედნიერი გახადოს. ის ყოველ დღე ღიმილით იღვიძებს და უხარია ცხოვრება. ამაზე უკეთესი შეიძლება რამე იყოს? ყველა ძაღლი იმსახურებს ადამიანების მზურნველობას, რადგან მათზე ერთგული არავინ არის. აჩუქეთ მათ სითბო და სიყვარული და ისინიც ისევე გაიღიმებენ, როგორც გლუტა." -ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

"მჯერა, რომ ის დამეხმარა გამოჯანმრთელებაში"

15 წლის ძაღლისთვის, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია, პატრონმა გამოსავალი მოძებნა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?