ძაღლებმა ავტომობილი "გაიტაცეს"
ძაღლებმა ავტომობილი "გაიტაცეს"
ორი ძაღლი, რომლებიც პატრონმა ვეტერინარული კლინიკის სადგომზე ავტომობილში დატოვა , თვითმხილველებმა " მანქანის  გატაცებაში დაადანაშაულეს". ინციდენტი კანადის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. ამ დროს მათი პატრონი ვეტერინარულ კლინიკაში იმყოფებოდა.

"თავიდან ვიფიქრე, რომ ავტომობილს ასაკოვანი ქალი მართავდა და ნელა მიაგორებდა მას, მაგრამ, როცა მანქანა მომიახლოვდა, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. საჭესთან ძაღლი იჯდა, გვერდით კი მეორე ძაღლი იყო მოკალათებული, ხოლო ადამიანი არსად ჩანდა."- ამბობს თვითმხილველი.

Zooclub

შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა მოასწრეს ფოტოების გადაღებაც.
საბედნიეროდ, ვეტ-კლინიკიდან დროულად გამოვიდა მანქანის მფლობელი, რომელმაც ავტომობილი შეაჩერა.

გაირკვა, რომ ძაღლების პატრონს ავტომობილის გადაცემათა კოლოფი
ნეიტრალურ მდგომარეობაში დაუტოვებია, რის შემდეგაც მანქანა სადგომიდან დაგორდა და გზისკენ მიდიოდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.


ასევე იხილეთ: 

მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა

ძაღლი კლინიკაში შეიპარა, რათა პატრონი ენახა

თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?