იმისთვის, რომ ევთანაზიისგან დაიცვან, მოხალისე მფრინავებს ძაღლები თავშესაფრიდან ახალ ოჯახებში გადაჰყავთ (+ფოტო)
იმისთვის, რომ ევთანაზიისგან დაიცვან, მოხალისე მფრინავებს ძაღლები თავშესაფრიდან ახალ ოჯახებში გადაჰყავთ (+ფოტო)
უამრავი ძაღლი თავის სიცოცხლეს თავშესაფარში ასრულებს. ზოგი დაავადებით კვდება, ზოგი - ბუნებრივი სიკვდილით, ხოლო ზოგიერთი მათგანი თავშესაფარში ევთანაზიის (სამუდამო დაძინება) მსხვერპლია.

უდავოა, არა ერთი ძაღლი გაჩუქებულა თავშესაფრიდან და უპოვიათ მოსიყვარულე პატრონი, თუმცა, არის გარკვეული პრობლემები, რის გამოც ძაღლები მსურველებს ვერ მიჰყავთ. მაგალითად:

როდესაც სხვა ქალაქში მყოფი ოჯახი გამოთქვამს ცხოველის აყვანის სურვილს, განსაკუთრებით აშშ-ში, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტით შერჩეული ძაღლის აყვანა პრობლემას წარმოადგენს, რადგან თავშესაფარი შესაძლოა ათასობით კილომეტრით იყოს მათი საცხოვრებლიდან დაშორებული. ამ საქმეში ექსტრაორდინალური ორგანიზაცია გამოჩნდა, სახელად "მაშეველი ფრთა", რომელიც მფრინავი მოხალისეებისგან
შედგება. მათ თავშესაფრი
დან სხვადასხვა ქალაქში თვითმფრინავით გადაჰყავთ ძაღლები და  ახალ ოჯახებში აბინავებენ.

მფრინავებმა არა ერთ ძაღლს სიცოცხლე და ბედნიერი ოჯახი აჩუქეს. მათ უამრავი ცხოველი იხსნეს ევთანაზიისგან და ახალ ოჯახებში დააბინავეს.

ამ ორგანიზაციამ 2009 წლიდან დღემდე 12,000 ძაღლი გადაარჩინა.

"მაშველთა ფრთა" ვარაუდობს, რომ 2015 წლისთვის 7,000 ძაღლის გადარჩენას შეძლებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

გადარჩენილი ძაღლების ისტორიები

"კნუტი მეხვეწებოდა, რომ თავშესაფრიდან წამომეყვანა"

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

გალერეა
leila
გმერტო ამრავლე კვეკანაზე ადამიანები,რომლებიც ცხოველებს დაიცავენ და სიტბო,სიკვარულს არ მოაკლებენ
eka
გაახარა ღმერთმა ასეთი ღვთისნიერი ადამიანები!
natali
ძალიან მაგარია)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?