"მოდიდან" გადასული მასტიფები, ანუ რატომ იღუპებიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლები
"მოდიდან" გადასული მასტიფები, ანუ რატომ იღუპებიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლები
ოდესღაც ჩინეთში “მოდური” ჯიშის ძაღლების, ტიბეტური მასტიფების რიცხვი გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ ეს ჯიში 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა . ბოლო დროს ამ ჯიშის ძაღლებს პატრონები ხშირად ტოვებენ.

მიტოვება კიდევ არაფერია იმასთან, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის მიერ ნაპოვნი იქნა 150 მასტიფის ჯიშის ძაღლი, რომელიც მანქანით დასახოცად გადაყავდათ სასაკლაოზე. როგორც აღმოჩნდა, ისინი 5 დოლარად იყიდეს, ამიტომ სიკვდილის შემდეგ მათი ხორცი და ტყავი იქნებოდა გამოყენებული. საბედნიეროდ, ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებმა გაიგეს და ყველა ძაღლი თავის მანქანაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ,
სამი ლეკვი დაიღუპა საშინელი პირობების გამო.ცხოველთა დამცველები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების დროს პოლიცია თავს იშვიათად
იწუხებს.

Zooclub

Zooclub

მართალია ეს ძაღლები ქვეყნის სიმბოლოდ ითვლებიან, თუმცა მსგავს ფაქტებს ის იწვევს, რომ მათი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. მათ შესანახად ყოველდღე 60 დოლარია საჭირო.

Zooclub

Zooclub

“ათი წლის წინ მოდაში გერმანული მეცხვარე ნაგაზი იყო, შემდეგ ოქროს რეტრიველი, მერე დალმატინელი და ჰასკი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტიბეტური მასტიფი ხორცის სატვირთო მანქანაზე აღმოჩნდებოდა”, - აღნიშნავს საერთაშორისო ვეტერინარული მომსახურების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მერი პენგი.

Zooclub

Zooclub

მათ გადასარჩენად ჩინეთში სპეციალური ჯგუფები ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია Together For The Animals In China. მათ ძაღლების გადასარჩენად კამპანია და თანხების შეგროვება დაიწყეს, რითაც ისინი ეხმარებიან ამ ჯიშის ძაღლებს საშინელი სასაკლაოებისგან თავის დაღწევაში. ისინი მასტიფებს სამაშველო და პროფესიულ მომსახურებასაც უწევენ.

Zooclub


mariami
გააჩნია როგორ გაზრდიან ჩინრლრბი მგონი ყველაზე ცუდი პატრონები არიან ცხოველების მითუმეტეს ძაღლების
eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee
იმას რატომ არ წერთ,რომ ეგ ძაღლი ძალიან ავია,საშიში.ასეთ აგრესიულ ძაღლს არავის ვუსურვებ.ახლობელს ჰყავდა ადრე მოსკოვში,აფრთხილებდნენ და არ სჯეროდა.მოაკვნიტა ორი თითი და ყბიდან ძლივს გამოგლიჯეს.არადა სამი წელი სულ იღრინებოდა იმ მომენტამდე.ასეთი ჰყავდა დედაც.
1941
ჩინელები ძაღლებს ჩამენ ეხლა თქვენთვის მომინდია კომენტარი
არჩილ-ს
"მოდა" გადავიდა უკვე როგოც ჩანს. თან მომრავლდნენ და ერთი ძაღლის შენახვა ერთი დღით - 60% ჯდება. ამიტომ ადვილი არ არის მისი შენახვა-გამოკვება და მას უკვე ხორცზე აბარებენ როგორც ჩანს..
არჩილ ნოზაძე
ტიბეტური მასტიფის ლეკვები 1.5 მილიონად იყიდება და 5 დოლარად როგორ იყიდეს? სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ ძაღლს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?