10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე
10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე
შესაძლოა, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფილმები, სადაც ძაღლები მონაწილეობენ, არა ერთხელ გინახავთ, მაგრამ თუ ერთი მაინც გამოგრჩათ, გირჩევთ უყუროთ. გპირდებით, ეს ფილმები სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.



"ლესი" - ეკრანებზე 1943 წელს გამოვიდა და მალევე დაიპყრო მაყურებლის გული. ეს ამბავი ერთგულ ძაღლზეა, რომლემაც თავისი უსაყვარლესი პატრონი დაკარგა, თუმცა, ყველანაირად ცდილობს მასთან დაბრუნებას.

Zooclub

"ბებერი მყვირალა" - ფილმი ეკრანებზე 1957 წელს გამოვიდა. როდესაც ძაღლი გამოჩნდება ერთ-ერთ ოჯახში, ის ყველაზე პატარა ოჯახის წევრის საუკეთესო მეგობარი ხდება, თუმცა, მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ამ ფილმის ყურებისას, არ დაგავიწყდეთ ცრემლის
მოსაწმენდად ცხვირსახოცის მომზადება.

Zooclub

"ბენჯი მონადირე" - ეკრანებზე 1987  წელს გამოვიდა. ძაღლი სახელად ბენჯი დაიკარგება ტყეში,  ის იპოვის ახალშობილ პუმებს და გადაწყვეტს
 იზრუნოს მათზე.

Zooclub

"ტერნერი და ჰუჩი" - გადაღებულია 1989 წელს. მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ტომ ჰენკსი ასრულებს.  ფილმში გადმოცემულია პოლიციელისა და ძაღლის საუკეთესო მეგობრობა.

Zooclub

"ბეთჰოვენი" (1992წ.) - უსაყვარლესი სენბერნარის ჯიშის ძაღლი დაუმეგობრდა ბავშვებს, თუმცა, ოჯახის უფროსი ბეთჰოვენს ვერ ეგუება. სასიამოვნო სანახავია ფილმი, რომელიც გაცინებთ და ამავე დროს სევდასაც მოგგვრით. პირველი ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მომდევნო წლებში კიდევ 5 სერია გადაიღეს.

Zooclub

"გზა სახლისკენ: არაჩვეულებრივი მოგზაურობა" - ფილმი გადაღებულია 1993 წელს. კატის, სახელად სესი, ოქროსფერი რეტრივერი შადოუსა და ბულდოგი ჩენსის თავგადასავალი.

Zooclub

"ჩემი ძაღლი სკიპი" (2000 წ.) - ფილმი მოგვითხრობს მხიარულ და ერთგულ ძაღლზე სკიპი, რომელმაც სრულიად შეცვალა 9 წლის ბიჭის ცხოვრება.

Zooclub

"ანტარქტიკა" - ფილმი გადაღებულია 2006 წელს. მან გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მთავარ როლს ასრულებს პოლ ოუკერი, რომელიც 2013 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ფილმის მოქმედება ანტარქტიკაში ვითარდება. მოულონდნელი ამინდის ცვლილების გამო, პატრონი იძულებულია ძაღლები ანტარქტიკაზე დატოვოს და სახლში გაემგზავროს, თუმცა, შემდეგ ყვლანაირად ცდილობს დაბრუნებას თავისი ძაღლების წამოსაყვანად. მან არც კი იცის, ოთხფეხა მეგობრები ცოცხლები არიან თუ დაიღუპნენ.

Zooclub

"მარლი და მე" - ფილმი გადაღებულია 2008 წელს. მთავარი გმირია ლაბრადორის ჯიშის ძაღლი, რომელიც ოჯახის უსაყვარლესი, თუმცა ცელქი და მოუსვენარი, წევრია. ფილმში მარლის მთელი ცხოვრებაა აღწერილი.

Zooclub

"ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი"- ფილმი ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ძაღლის ერთგულებაზე, რომელიც ნამდვილი ამბიდან არის აღებული. ეს ამბავი 20-იან წლებში იაპონიაში მოხდა. იაპონელებმა ჰაჩიკოს ძეგლიც კი დაუდგეს.

Zooclub

ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომლებზეც თაობები გაიზარდა და რომლებმაც ადამიანებს შეაყვარა ცხოველები, ასევე მათ მიმართ ადამიანებს თანაგრძნობა და სიყვარული გაუჩინა.

ასევე იხილეთ:

"სინდისის საჩუქარი"

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები
ტეგები
inga
ზაგლუნიები კველაზე საკვარელი ცხოველები არიან.როცა ჩემ ნებიერას ვეფერები, ისიც მეფერაბა.ამ ალერსს დადებითი ემოცია მოაკვს.ჩემი3 შვილი ზალიან ერთობა მასტან თამაშით.ისინიც დიდ სიკვარულს სცავლობენ ამ სიტუაციით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?