ყველაზე ლამაზი ბულდოგი
ყველაზე ლამაზი ბულდოგი
აიოვას (აშშ) შტატში, 36 წლის განმავლობაში იმართება ძალიან უცნაური სილამაზის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ბულდოგის ჯიშის ძაღლებს. კონკურსს დრეიკის უნივერსიტეტი მასპინძლობს. ბულდოგის გამოსახულება სწორედ ამ უნივერსიტეტის სიმბოლოა, ასევე ისინი თავიანთი სპორტული გუნდებისთვის ბულდოგის სიმბოლოს იყენებენ. კონკურსისთვის შეირჩა 5 000 საუკეთესო ბულდოგის ჯიშის ძაღლი, გამარჯვებული ინტერნეტში ხმის მიცემით გამოვლინდა. 

2015 წლის გამარჯვებული ორი წლის ბულდოგი, სახელად ტანკი გახდა. პატრონის თქმით, ძაღლი 2014 წელს აიყვანა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გაჩნდა განცხადება, რომ მოხუც პატრონებს სურდათ ძაღლის ქუჩაში გაგდება, ამიტომ
სმიტმა ის აიყვანა და ტანკი მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს.

პატრონმა ძაღლს სახელი ტანკი გარეგნობის მიხედვით შეურჩია. "ის
სხვა ბულდოგებთან შედარებით, თავიდანვე დიდი ზომის იყო, ამიტომ გადავწყვიტე ამ სახელის შერჩევა. ტანკი ძალიან მშვიდი ძაღლია, სხვა ძაღლებთან შედარებით. მას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ასევე მას ძალიან მოსწონს, როცა თვალს ადევნებს აკვარიუმის თევზებს, შეუძლია, საათობით უყუროს მათ."- ამბობს ტანკის პატრონი.

ბულდოგი ტანკი 2015 წლის, დრეიკის უნივერსიტეტის სიმბოლო გახდება და მათ სპორტულ გუნდებსაც მისი პორტრეტი დაამშვენებს იმ დრომდე, სანამ ახალი კონკურსი არ ჩატარდება.


ასევე იხილეთ:

13 ყველაზე უშნო ძაღლი

ირლანდიური სეტერი-პრიზიორი, გამოფენის შემდეგ დაიღუპა, პატრონის თქმით, ის მოწამლეს

რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?