ამ ძაღლმა ჯერ კიდევ ლეკვობისას დაკარგა ოთხივე ფეხი.. მაგრამ ბედმა მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა! (+ვიდეო)
ამ ძაღლმა ჯერ კიდევ ლეკვობისას დაკარგა ოთხივე ფეხი.. მაგრამ ბედმა მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა! (+ვიდეო)
ამ ორი წლის როტვეილერს ბრუტი ჰქვია. სულ ცოტა ხნის წინ ძაღლის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ბრუტი უნარშეზღუდული ძაღლია, მას ფეხზე დადგომაში ბევრი ადამიანი დაეხმარა.  მას გადმორიცხული თანხით ოთხივე ფეხზე ძვირადღირებული პროტეზები გაუკეთეს. ძაღლმა, როგორც იქნა, პირველი ნაბიჯები გადადგა.

ეს სულისშემძვრელი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ბრუტი ჯერ კიდევ ლეკვი იყო. იგი პატრონმა გაყინული და მშიერი მიატოვა. ქუჩაში ძალიან ყინავდა და პატარას ფეხები მოეყინა, მაგრამ ამაზე უარესი, რაც მოხდა ის იყო, რომ პატრონებმა თავისით სცადეს ოპერაციის გაკეთება და ლეკვისთვის ფეხების ამპუტაცია. ძაღლი
მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩა და სიარულის შესაძლებლობა დაკარგა.

"ბრუტისთვის პროტეზი რომ არ გაგვეკეთებინა, იგი ვერასოდეს
გაივლიდა და ოთხკედელს შორის დარჩებოდა", - ჰყვება ბრუტის ახალი პატრონი, ლაურა აკვილინა.
ეს რომ არ მომხდარიყო, ძაღლის პატრონმა და მისმა სხვა გულშემატკივრებმა შექმნეს ფონდი და ძაღლის საოპერაციო თანხა შეაგროვეს. 13 000$ მოგროვდა და ბრუტმა, როგორც იქნა, სიარული შეძლო.

Zooclub

ბრუტის გზა გამოჯანმრთელებისკენ არ იყო ადვილი - საერთო ჯამში, ამას რეაბილიტაციის 6 დამღლელი თვე და 8 გრძელი კვირა დასჭირდა. დღეს ძაღლის მდგომარეობა გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ძაღლი ფიზიკურ თერაპიას გადის.
"ბრუტთან ვიმუშავებთ, რომ მან ბოლომდე შეძლოს შეგუება თავის ახალ პროტეზთან, რის შემდეგაც ის სხვა ძაღლებთან ერთად სირბილსა და თამაშს შეძლებს", - ამბობს ვეტერინარი საშა ფოსტერი.

ბრუტს მნიშვნელოვანი პროგრესი დაეტყო. ნახეთ რა ყოჩაღია!

დღეს ბევრ ძაღლს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს გადაადგილების უნარი, უბრალოდ აძინებენ. ბრუტის ისტორია ასეთი ძაღლების პატრონებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

იხილეთ ვიდეო
მარინა
ბევრი ვიფიქრე,"13000$"-თვის,საპასუხოდ,რამე დამეწერა,მაგრამ ვერანაირი სიტყვა ვერ"გავიმეტე"
liza
არაფერიც არ არის მარაზმი, მარაზმი ისაა ფეხები რომ უგულო ადამიანების გამო მოეყინა. მარაზმი ისაა რომ ფიქრობენ ტკივილს მარტო ადამიანი განიცდის, ცხოველსაც ზუსტად მასე სტკივა ყველაფერი უბრალოდ არ ლაპარაკობს ჩვენსავით და ვერ ვიგებთ. მშიერ ბავშვებსაც ვუშველოთ და ცხოველებსაც.
13000$ ?
უსაშინლესი მარაზმი!!! როცა ამდენი მშიერი ბავშვია დედამიწაზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?