ეს ძაღლი წელიწადი ელოდა გარდაცვლილ პატრონს. შემდგომ რაც მოხდა, ადამიანების მიმართ რწმენას გაგიძლიერებთ… (+ვიდეო)
ეს ძაღლი წელიწადი ელოდა გარდაცვლილ პატრონს. შემდგომ რაც მოხდა, ადამიანების მიმართ რწმენას გაგიძლიერებთ… (+ვიდეო)
ინგლისელი პოეტი ა. პოუპი წერდა: "ისტორიაში ძაღლების ერთგულების მეტი შემთხვევა გვხვდება, ვიდრე ადამიანების". ხან გვეჩვენება, რომ ერთგულება ძაღლების თანდაყოლილი თვისებაა… მ. მეტერლიკმა დიდი სიზუსტით აღნიშნა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ეს მხარე: "ჯერ კიდევ თვალდახუჭულ ლეკვს უკვე სჯერა ჩვენი, იგი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ჩვენი ერთგულია".

ყველასგან მიტოვებული ძაღლის, ვუდის შესახებ ისტორია ამის ნათელი მაგალითია. მას მერე, რაც ვუდის პატრონი დაიღუპა, მისმა ნათესავებმა ძაღლი ყოფილი სახლის მიტოვებულ საწყობში ბედის ანაბარა დატოვეს. ერთგული ძაღლი იქ სულ მარტოდ დარჩა და თავისი საყვარელი პატრონის დაბრუნებას
ელოდა. ვუდის ბედის შესახებ ცხოველთა დამცველმა, ელდად აგარმა შეიტყო და ძაღლის დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაეშურა.

ასეთი
ვიდეორგოლები ადამიანების სისასტიკის საწინააღმდეგო წამლის მაგიერ უნდა გამოწერონ… მწარე, მაგრამ ძალიან ეფექტური წამლის მაგიერ! აღიჭურვეთ ახალი ცხვირსახოცებით...

ეს სევდიანი ისტორიის ულამაზესი დასასრულია! ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ კარგი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში ყოველთვის მეტი იქნება ცუდი ადამიანების რაოდენობაზე. უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებისას საჭიროა პროფილური ტესტების გარდა, ადამიანობის შესახებ ტესტის შეტანაც.
დაიმახსოვრეთ: ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვისაც შევიჩვევთ. ეს საოცრად მგრძნობიარე ისტორიაა ყველა გულისხმიერ ადამიანის მონაწილეობით.

იხილეთ ვიდეო

keti
გმერტო მოვკვდი ტირილიტ,ამატ უნდა გადაურიცხო Aუცილებლად დამიანმს,რომ მეტის გადარცჰენა ჩHედზლინ
bella bachia
დზაგლი ადამიანზე ერტგულია,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?