პატრონის საუკეთესო დამხმარე ძაღლი (+ვიდეო)
პატრონის საუკეთესო დამხმარე ძაღლი (+ვიდეო)
ძაღლმა დიდი ხანია ადამიანის ნდობა და  სიმპატია დაიმსახურა. ის არა მარტო ერთგული ცხოველია, არამედ შეუძლია პატრონს სხვადასხვა საქმეც  შეუმსუბუქოს.

6 თვის გერმანული ნაგაზი, სახელად ბარონი აშშ-ში თავის პატრონთან ლინდა გონსალესთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ბინადარს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება ასწავლა. ძაღლი დგება უკანა თათებზე, ართმევს ლინდას ჭურჭელს და სარეცხის მანქანაში აწყობს.

გონსალესის თქმით, ბარონი ძალიან ჭკვიანი ძაღლია. მან იოლად ისწავლა სხვადასხვა ბრძანების შესრულება. ბარონმა ამ ბრძანებების შესრულება პატარაობიდანვე დაიწყო.

ლინდა გონსალესი კალიფორნიის ერთ-ერთი კინოლოგიური სკოლის მფლობელია, პატრონს ამავე საწვრთნელ სკოლაში ბარონი
სავაჯიშოდ დაჰყავს.

იხილეთ ვიდეო, როგორ ეხმარება ბარონი პატრონს.

ასევე იხილეთ:

შიმპანზემ კოცონი დაანთო და სადილი
მოიმზადა


ძაღლები, რომ ოფისში მუშაობდნენ...

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?