23 ძაღლი კორეელი “გურმანებისგან” იხსნეს და ამერიკულ თავშესაფარში გადაიყვანეს (+ფოტო)
23 ძაღლი კორეელი “გურმანებისგან” იხსნეს და ამერიკულ თავშესაფარში გადაიყვანეს (+ფოტო)
Humane Society International-ის მოხალისეებმა ილსანის ოლქის კერძო ფერმიდან 23 ძაღლი გადაარჩინეს, რომლებსაც სეულის რესტორნების ხორცისთვის ზრდიდნენ. ეს მსგავსი ბრძოლის პირველი პრეცედენტი იყო სამხრეთ კორეაში ხორცის მოყვარულებთან.

მოხაილსეებმა ძაღლები  გამოისყიდეს ფერმერ მუნ სუკ ჯუნისგან, რომელიც მათ დაპირდა, თავის ფერმაში შემდგომ გაამრავლებდა მოცვს და არა ძაღლებს. მისი სიტყვებით, მას თავად არ მოსწონდა ეს საქმე და მხოლოდ ეძებდა ფულის გამომუშავების საშუალებას. მოხალისეების თქმით, ძაღლები ფერმაში საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ისინი ვიწრო გალიებში ისხდნენ, სადაც გამოუსვლელად იმყოფებოდნენ ლეკვობის ასაკიდან.

Zooclub

ახლა ძაღლების ნაწილი უკვე ამერიკულ თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო
დანარჩენებს იქ ცოტა მოგვიანებით გადაიყვანენ. შემდეგ ძაღლებს შეამოწმებენ ვეტერინარები და “გაშვილების” აქციაზე გაიყვანენ.

23 ძაღლის
გადარჩენა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. სეულის გურმანების საზოგადოების სტატისტიკის თანახმად, წელიწადში სამხრეთ კორეაში ჭამენ თითქმის 2 მილიონ ძაღლს, რომლებსაც სპეციალურად ამრავლებენ იმისთვის, რომ მერე დაკლან. გურმანების საზოგადოებების მოხალისეები აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ ამ პრაქტიკის აკრძალვისთვის, განსაკუთრებით იმ ფერმერებთან ერთად, რომლებიც ძაღლებს საკვებად ამრავლებენ. მოხალისეები არწმუნებენ მათ, რომ შემოსავლის ალტერნატიულ წყაროზე გადავიდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა
მაშო
ეს ხოო მაგრამ ერთ შესწორებას შევიტან ეს კველა კორეელს არ ეხება ბევრი ეგზოტიკურ საკვებსაც ვერ ეკარება აი მაგალითად მე მკაცს რამოდენიმე კორეელი მეგობარი და რო ვკითხე ამ სტერეოტიპის შესახებ შევატკვე რო აშკარად ეწკინათ. ამიხსნეს რომ ძაგლის ხორცს უიშვიათესად თუ ჭამს ვინმე და სისულელეა ის მოსაზრება რო მთელი მოსახლეობა ამ საზიზრობით იკვებება მოკლეთ კველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ პ.ს. ისე ჩვენ რომ ვჭამთ გულგვიძლს ბევრი უცხოელი ცუდად ხდება ეგეთებზე და ძალიან უკვირთ
თემო
liza >> ძალიან ადვილია ვეგეტარიანულ საკვებზე გადასვლა, კოლმეურნეობასთან არის ვეგან კაფე, ვერცხლის ქუჩა N41-ში და ძალიან გემრიელი პროდუქტებია, ასევე რეცეპტებსაც მოგცემენ უამრავს!
liza
ვეტანხმები ნინოს მეც ძალიან მეცოდება ყველა ცხოველი რასაც ვჭამთ, ვეცადე ძალიან რომ საერთოდ არ მეჭამა ხორცი მაგრამ არ გამომივიდა, ქმარი ხორცისტია, ბალახზე როგორ გადავიყვანო არ ვიცი.
nino
მესმის რომ ეს საშინელებაა,მაგრამ რა დააშავეს ხბოებმა,გოჭებმა და ასე შემდეგ,რა დააშავეს ცხოველებმა ასე განუწყვეტლივ რომ ვხოცავთ ადამიანები
111
ერთი ატომური ბომბი ალალია ამათზე!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?