ის 9 მეტრის სიმაღლიდან გადააგდეს, სადაც ორი დღე წყალში იწვა (+ვიდეო)
ის 9 მეტრის სიმაღლიდან გადააგდეს, სადაც ორი დღე წყალში იწვა (+ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში მალევე გავრცელდა სულისშემძვრელი ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ცხოველთა დამცველების მიერ საცოდავი ლეკვის გადარჩენა. ლოს-ანჯელესის ცხოველთა დამცველებმა ხიდის ქვეშ იპოვეს უსუსური ლეკვი, რომელიც გაუნძრევლად იჯდა წყლით დაფარულ ადგილზე. ბოროტმა ადამიანებმა მას ერთი ფეხი მოაჭრეს, თუმცა, ამ ფაქტმა მას არ შეუშალა ხელი, მომავალში ბედნიერი ყოფილიყო ახალ ოჯახთან ერთად.

ჯორდანი, როგორც მას მაშველებმა დაარქვეს, 9 მეტრის სიღრმეზე იყო გადაგდებული, ის ორი დღე საშინელ სიტუაციაში იმყოფებოდა, წყალში და ნაგავში, ამასთანავე ერთი ფეხი არ ჰქონდა, როცა ის ამოიყვანეს და ვეტერინართან წაიყვანეს, მისი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო,
რომ ექიმი გაკვირვებული დარჩა მისი სიცოცხლის უნარიანობით.

ჯორდანს ფეხზე ჭრილობის გამო, ინფექცია შეეჭრა, ამიტომ სასწრაფოდ
უნდა მოეხდინათ რეაგირება. ლეკვი თითქოს შეგუებული იყო თავის მდგომარეობას, ის საცოდავი, ცრემლიანი თვალებით უყურებდა მომვლელებს. 

რამდენიმე ხანში ცხოველს ოპერაცია გაუკეთდა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. ყველას გასაკვირად, მისი აყვანის მსურველიც გამოჩნდა - ცხოველთა დიდი მოყვარული ლიზა ჩერლი, რომელსაც მის გარდა, კიდევ ორი ძაღლი ჰყავდა.

დღეს ჯორდანი ბედნიერია ახალ ოჯახთან ერთად, მას დაავიწყდა წარსულში გადატანილი ტანჯვა, მიუხედავად იმისა, რომ სამი ფეხი აქვს, ის სრულფასოვნად თამაშობს ახალ მეგობრებთან ერთად.

იხილეთ ვიდეო, როგორ გახდა საცოდავი ლეკვი მოსიყვარულე ოჯახის წევრი.


ასევე იხილეთ:

ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...

მიტოვებული მოხუცი ძაღლი

ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა
ana
საქართველოში კი დააძინებდნენ
ana
რა საყვარელია რა თქმა უნდა ასეთ ძაღლს დააძინებდნენ...
!!!!
ასეთი სიბოროტის გამკეთებელ ადამიანებს, მაგ ლეკვის ბედი სანატრელი უნდა გაუხდეთ!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?