ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა
ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა
უამრავი ისტორია არსებობს ცხოველების წარმოუდგენელი საქციელის შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი მართლაც, განსაკუთრებული მგრძნობიარობით არიან დაჯილდოვებულნი.

ეს ძაღლი ალბათ ამ ოჯახს მფარველ ანგელოზად გამოუგზავნეს. იგი გოგონას დაბადებამდე 6 წლით ადრე აიყვანეს ცხოველთა თავშესაფრიდან. ბრიუსოს ოჯახი ფიქრობდა, რომ მათ ცხოველი გადაარჩინეს და ოჯახი აჩუქეს, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ძაღლი აღმოჩნდა ოჯახის მფარველის როლში.

როდესაც პატარა გოგონას ღამით სუნთქვა გაუჩერდა, ცხოველმა განგაში ატეხა. მხოლოდ მისი არაადეკვატური რეაქციის გამო, დროზე მიაქციეს ბავშვს ყურადღბა, ექიმებმა კი მისი რეანიმირება შეძლეს. ამ ოთხფეხა მეგობრის დამსახურებაა ის,
რომ ახლა ყველა ცოცხალი და ბედნიერია.

Zooclub

ეს ჯენა ბრიუსოა 9 კვირის გოგონა ჰარპერთან ერთად. მათ
შეიძლება საშინელება შემთხვეოდათ.

Zooclub

მაგრამ ოჯახის ერთგული მეგობარი ახლოს აღმოჩნდა. მან შეძლო ეს უბედურება შეეჩერებინა. ძაღლი, სახელად დიუკი თავშესაფრიდან 6 წლის წინ აიყვანეს. მას შემდეგ ის ბრიუსოს ოჯახის უერთგულესი მეგობარი გახდა.

Zooclub

ერთ-ერთ ღამეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. დიუკს ჰარპერის ოთახში ეძინა და გაიგო, რომ გოგონას სუნთქვა შეწყდა. ცხოველი მშობლების გასაღვიძებლად მაშინვე გაიქცა მათ ოთახში. ძაღლი ადრე ასე არასოდეს იქცეოდა და მშობლები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა.

Zooclub

დიუკმა მშობლები გოგონას საძინებელში გაიყვანა, სადაც ბავშვის მძიმე მდგომარეობამ მაშინვე მიიქცია მათი ყურადღება. მათ იმ წამსვე გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც ბავშვის რეანიმირება მოახდინა.

Zooclub

მხოლოდ დიუკის დახმარებით შეძლეს ბავშვის გადარჩენა. ის ნამდვილი გმირია.

Zooclub

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მომხდარიყო, ძაღლს რომ არ გაეფრთხილებინა ოჯახი. ისინი მთელი სიცოცხლე დიუკის მადლიერები იქნებიან. ეს არა მხოლოდ საინტერესო ისტორიაა ბედნიერი დასასრულით, არამედ შესანიშნავი არგუმენტია მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ბავშვი და ძაღლი ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ცნებებია.



ანნასტასია
9 კვირის გოგონას ცალკე რატომ ეძინა იქნებ ამიხსნას ვინმემ?
me-s
დიახ ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს ცალკე სხვა ოთახში, უბრალოდ სპეციალური ხმის აპარათით. მე ამაში ვერაფერს ვხედავ ცუდს. კარგია ყველა ბავშვს უნდა ყავდეს თითო შინაური ცხოველი, ჯერ ცხოველები ზრუნავენ მათზე, შემდეგ კი ბავშვი სწავლობს რომ უნდა იზრუნოს ცხოველზე.
თაკო
ჭკვიანი ცუგა :*
me
9 კვირის ბავშვის ოთახში დაღლს ეძინა, და მშობლებს ცალკე, მშვენიერია.........
m-99
საყვარელი, როგორც არ ვიცნობ ისე მიყვარს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?