ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა
ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა
უამრავი ისტორია არსებობს ცხოველების წარმოუდგენელი საქციელის შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი მართლაც, განსაკუთრებული მგრძნობიარობით არიან დაჯილდოვებულნი.

ეს ძაღლი ალბათ ამ ოჯახს მფარველ ანგელოზად გამოუგზავნეს. იგი გოგონას დაბადებამდე 6 წლით ადრე აიყვანეს ცხოველთა თავშესაფრიდან. ბრიუსოს ოჯახი ფიქრობდა, რომ მათ ცხოველი გადაარჩინეს და ოჯახი აჩუქეს, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ძაღლი აღმოჩნდა ოჯახის მფარველის როლში.

როდესაც პატარა გოგონას ღამით სუნთქვა გაუჩერდა, ცხოველმა განგაში ატეხა. მხოლოდ მისი არაადეკვატური რეაქციის გამო, დროზე მიაქციეს ბავშვს ყურადღბა, ექიმებმა კი მისი რეანიმირება შეძლეს. ამ ოთხფეხა მეგობრის დამსახურებაა ის,
რომ ახლა ყველა ცოცხალი და ბედნიერია.

Zooclub

ეს ჯენა ბრიუსოა 9 კვირის გოგონა ჰარპერთან ერთად. მათ
შეიძლება საშინელება შემთხვეოდათ.

Zooclub

მაგრამ ოჯახის ერთგული მეგობარი ახლოს აღმოჩნდა. მან შეძლო ეს უბედურება შეეჩერებინა. ძაღლი, სახელად დიუკი თავშესაფრიდან 6 წლის წინ აიყვანეს. მას შემდეგ ის ბრიუსოს ოჯახის უერთგულესი მეგობარი გახდა.

Zooclub

ერთ-ერთ ღამეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. დიუკს ჰარპერის ოთახში ეძინა და გაიგო, რომ გოგონას სუნთქვა შეწყდა. ცხოველი მშობლების გასაღვიძებლად მაშინვე გაიქცა მათ ოთახში. ძაღლი ადრე ასე არასოდეს იქცეოდა და მშობლები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა.

Zooclub

დიუკმა მშობლები გოგონას საძინებელში გაიყვანა, სადაც ბავშვის მძიმე მდგომარეობამ მაშინვე მიიქცია მათი ყურადღება. მათ იმ წამსვე გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც ბავშვის რეანიმირება მოახდინა.

Zooclub

მხოლოდ დიუკის დახმარებით შეძლეს ბავშვის გადარჩენა. ის ნამდვილი გმირია.

Zooclub

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მომხდარიყო, ძაღლს რომ არ გაეფრთხილებინა ოჯახი. ისინი მთელი სიცოცხლე დიუკის მადლიერები იქნებიან. ეს არა მხოლოდ საინტერესო ისტორიაა ბედნიერი დასასრულით, არამედ შესანიშნავი არგუმენტია მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ბავშვი და ძაღლი ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ცნებებია.



gauna
საერთოდ ევროპაშიც ასეა მიღებული, რომ ბავშვს დაბადებისთანავე ცალკე ოთახში ამწესებენ. რა თქმა უნდა, ამით მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე აკეთებენ და არა ბავშვისათვის. ამით ბავშვს აკლდება ემოციური კონტაქტი და სითბო. ამიტომაც ასე თვალშისაცემია ევროპელი ბავშვების ნაკლებემოციურობა და გულჩათხრობილობა. ცხოველიც კი არ იშორებს ახალშობილებს გვერდიდან, ვიდრე ისინი დამოუკიდებისათვის მზად არ არიან. აქ ეტყობა, ძაღლი გრძნობდა, რომ ყველაზე მეტად ის ამ პატარას სჭირდებოდა ამ სახლში.
soniko surguladze
ჯესიკო მენატრებიიი
Shaurma
კიდე კაი ეს ძაღლი გლდანში არ დაიბადა ტო,ეგრევე საშაურმეში დაასრულებდა სიცოცხლეს
gurami
მალადეც მშობლები 9 კვირის.ესეიგი ძაღლი რომ არა..... ნუ გინების თავიც არ მაქვს
vinc me-s upasuxa
იგივე აზრი მაქვს, გეთანხმები, კარგი ადამიანი ბრძანდებით. ცხოველის მიმართ გაკეტებული სიკეთე და ბოროტება ადამიანს ყოველთვის უბრუნდება, პირადი გამოცდილაბიდანაც ვიცი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?